სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სენაკის N1 საჯარო სკოლაში კონფერენცია გაიმართა
27-11-2018
-
+


სენაკის N1 საჯარო სკოლაში კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციის თემა იყო - „ვინ არის ნამდვილი პატრიოტი?“, „პიროვნების როლი ისტორიაში“.

კონფერენციაში ისტორიის წრის - „ეგრისი 2018“-ის წევრი X და XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. წრის ხელმძღვანელი ნესტან გოგოხიაა. სკოლის აღსაზრდელებმა დამსწრე საზოგადოებას საკონფერენციო ნაშრომები წარუდგინეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ნორჩმა ისტორიკოსებმა ყურადღება გაამახვილეს ისტორიაში მომხდარ უმნიშვნელოვანეს მოვლენებსა და ფაქტებზე, რისთვისაც გაეცნენ ქართველ და უცხოელ ავტორთა წერილობით წყაროებს, ახალ იტორიულ-მხატვრულ ლიტერატურას და ინტერნეტში განთავსებულ მასალებს. გააშუქეს ქართველი და სხვა ხალხების ისტორიის საკვანძო საკითხები, მკაფიოდ ჩამოაყალიბეს საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიცია ქვეყნის განვითარებისა და მსოფლიოს ერთა თანამეგობრობაში ჩვენი ხალხის ღირსეული ადგილის შესახებ. მოსწავლეების ნაშრომებს ახლდა თვალსაჩინოებაც.

„საკონფერენციო ნაშრომი წარმოაჩენს მოსწავლის არგუმენტაციის, ანალიზისა და სინთეზის უნარს, ასევე პრობლემის ხედვისა და შეფასების შესაძლებლობებს. საკონფერენციო ნაშრომის ფორმატი გულისხმობს მოსწავლის მიერ თემის შერჩევას, ხელმძღვანელთან კონსულტირებასა და დამოუკიდებელ მუშაობას, ნაშრომის ირგვლივ ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და კრიტიკულ ანალიზს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გასაჩივრების შემდეგ ქულა შესაძლოა დაგაკლდეთ - აპელაციის თანხა 50 ლარია

„სასურველია ქუჩაში გადაადგილებისგან თავის შეკავება“ - ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით NCDC-ის გაფრთხილება

 საგრანტო კონკურსის ქულები გამოქვეყნდა - შეფასების სქემა და სწორი პასუხები

საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცი შედიოდა - სურსათის ეროვნული სააგენტოს დასკვნა ცნობლია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება