TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

2016-2017 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეებისთვის ოქროსა და ვერცხლის მედლების დარიგება დაიწყო
08-11-2018
-
+


2016-2017 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეებისთვის ოქროსა და ვერცხლის მედლების დარიგება დაიწყო. 

საზეიმო ცერემონიალი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა, სადაც თბილისის სკოლების მოსწავლეებს კუთვნილი მედლები გადაეცათ. რეგიონის მოსწავლეებისთვის კი მედლების დარიგება ეტაპობრივად განხორციელდება.

როგორც განათლების სამინისტრომ Etaloni.ge-ს განუცხადა, იმ მოსწავლეებს, რომლებმაც სკოლა რეგიონებში დაამთავრეს, ოქროსა და ვერცხლის მედლების მისაღებად თავიანთ რესურსცენტრებს უნდა მიმართონ.

შეგახსენებთ, რომ 2016-2017 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეებისთვის 2 209 ოქროსა და 924 ვერცხლის მედალია გადასაცემი.

რაც შეეხება, 2017-2018 სასწავლო წლის წარჩინებით სკოლადამთავრებულებს, კომისია ჯერ ისევ ხარვეზიან სიებზე მუშაობს. რის შემდგომაც დაიწყება მედლების შესყიდვის პროცედურები, რაც თავის თავში მოიცავს ისევ ხარისხობრივი კრიტერიუმების შესაბამისობის დადგენას.

ამავე თემაზე იხილეთ: 2016-2017 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეებისთვის გადასაცემი მედლები მზად არის


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება