სიახლეები
სამასწავლებლო

როგორ ემზადებიან სკოლები ახალი სასწავლო წლისთვის და რა სიახლეებით შეხვდებიან 17 სექტემბერს
22-08-2018
-
+


ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ერთ თვეზე ნაკლები რჩება. არდადეგები მალე დასრულდება და სკოლები ჩვეულ ტემპში განაგრძობენ მოსწავლეების აღზრდა-განათლების საქმეს. Etaloni.ge დაინტერესდა, როგორ ემზადებიან სკოლები 17 სექტემბრისთვის და რა სიახლეებით ხვდებიან სწავლის დაწყებას.

კარტიკამის საჯარო სკოლის დირექტორი არარატ ელიზბარიანი:

„ახალი სასწავლო წლიდან ჩვენს სკოლაში ქიმიის, ფიზიკისა და ბიოლოგიის ახალი ლაბორატორია დაიწყებს ფუნქციონირებას. გარდა ამისა, კიდევ გვაქვს სასიამოვნო სიახლე - 1-ლიდან მე-5 კლასის ჩათვლით მოსწავლეებმა გაიუმჯობესეს თავიანთი ცოდნა ქართულში. არდადეგების დაწყებიდან 16 აგვისტოს ჩათვლით ჩვენთან საზაფხულო სკოლა ფუნქციორებდა. მოსწავლეეებს მასწავლებელი ქეთინო ნასყიდაშვილი ქართულ ენაში ინტენსიურად უტარდებდა გაკვეთილებს, სადაც ისინი საინტერესო აქტივობებს ასრულებდნენ.“

დიდი არაქლის საჯარო სკოლის დირექტორი სკოლა-ვანიკ ზურნაჯიანი: 

„მოტივაციით ვხვდებით ახალ სასწავლო წელს. დირექტორებისთვის განკუთვნილი ტრენინგები გავიარე ბაზალეთში. საინტერესო კურსი იყო. გარდა ამისა, ჩვენი სკოლის მასწავლებლებმა სასერტიფიკაციო გამოცდები ჩააბარეს. იმედითა და შემართებით ველოდებით 17 სექტემბერს. ინფრასტრუქტურის კუთხით, რაიმე განსაკუთრებული სიახლეები არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ ახალი სველი წერტილები გვექნება.“

აზავრეთის საჯარო სკოლის დირექტორი სლავიკ ეღაზარიანი:

„ახალ სასწავლო წელს, სავარაუდოდ, ალტერნატიულ შენობაში შევხვდებით, რადგან ჩვენი სკოლა 2016 წლიდან ავარიულ მდგომარეობაშია. სამინისტროში გაგზავნილი გვაქვს მოთხოვნა სკოლის გასარემონტებლად ტენდერის გამოცხადებაზე. იმედი გვაქვს, რომ მე-2 სემესტრიდან გარემონტებული სკოლა გვექნება.“

ფოკის სკოლის საჯარო სკოლის დირექტორი  სააკ მადოიანი:

„განსაკუთრებული სიახლეები არ გვაქვს. სწავლის დაწყების დღეს ღონისძიებები გვექნება. მივულოცავთ მოსწავლეებს  ამ მნიშვნელოვან თარიღს. მოსწავლეები ლექსებს წაიკითხავენ და ყველანი წარმატებულ წელს ვუსურვებთ ერთმანეთს.“

ლომატურცხის სკოლის საჯარო სკოლის დირექტორი ოგანეს შორაღიანი:

„სავარაუდოდ, ახალი სასწავლო წლიდან სერტიფიცირებული მასწავლებლები დაგვემატებიან. ჩემ გარდა, გამოცდებში სამი მასწავლებელი მონაწილეობდა. ერთმა ქართულის, როგორც მეორე ენის გამოცდა ჩააბარა, ორმა კი - დაწყებითი კლასების მათემატიკა. გარდა ამისა, მილენიუმის პროექტის ფარგლებში, სტემის საგნის მასწავლებლებს ტრენინგი ჩაუტარდათ. პედაგოგები მთელი ზაფხულის განმავლობაში სწავლების ინოვაციურ მეთოდებს ეცნობოდნენ, რასაც ახალი სასწავლო წლიდან პრაქტიკაში გამოიყენებენ. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სკოლის ყველა კურსადმთავრებული სტუდენტი გახდა, სამმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა, სამი კი სომხეთის უნივერსიტეტებში ჩაირიცხა.“

კულიკამის სკოლის საჯარო სკოლის დირექტორი არმინე უზუნიანი:

„სწავლის დაწყების პირველ დღეს, ტრადიციულად, ღონისძიებებით ვხდებით. გარდა ამისა, დაგეგმილი გვაქვს აქტივობები, რომლებსაც მთელი წლის განმავლობაში განვახორციელებთ. ენერგიულად და შემართებით ვხვდებით ახალ სასწავლო წელს. აღსანიშნავი და სასიამოვნო სიახლეა, რომ წინა წელთან შედარებით, პირველკლასელთა რაოდენობა მნიშვნელოვანადაა გაზრდილი - 19 პირველკლასელი გვეყოლება წელს, შარშან 10 გვყავდა.“

კორხის სკოლის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი:

„სიახლე ისაა, რომ ახალი სასწავლო წლიდან სკოლაში პანდუსები და მეორე გასასველი კარი გვექნება.  აუცილებელია, რომ თანამედროვე სკოლები ადაპტირებული იყოს. გარდა ამისა, პირველ დღეს, ცხადია, ღონისძიებები ჩატარდება და აღვნიშნავთ სწავლის დაწყებას. წელს რვა პირველკლასელი გვეყოლება.“

ჟდანოვის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა მარკოსიან:

„ახალ სასწავლო წელს ოთხი გარემონტებული ოთახი გვექნება. მოხარულები ვართ ამ სასიამოვნო სიახლით. რასაკვირველია, დაგეგმილი გვაქვს ღონისძიებები, რომლებიც 17 სექტემბერს ჩატარდება. მოლოდინი გვაქვს, რომ ახალი სასწავლო წელი წარმატებებითა და სასიამოვნო სიახლეებით იქნება სავსე.“

ბალხოს საჯარო სკოლის დირექტორი აშოტ კირაკოსიან:

„სასიამოვნო სიახლით ვხვდებით ახალ სასწავლო წელს - 5 საკლასო ოთახის ნაცვლად, 7 გვექნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ერთ კლასს მოუწევს მე-2 ცვლაში სწავლა. წინა წლებში კი 3 კლასი იყო მე-2 ცვლაში. ეს დიდი მიღწევაა და ძალიან გვიხარია. ყველას წარმატებებსა და ბევრს სასიამოვნო სიახლეს ვუსურვებ.“

ბეჟანოს საჯარო სკოლის დირექტორი განრიკ გრიგორიანი:

„ახალი ბიბლიოთეკით ვხვდებით 2018-2019 სასწავლო წელს, განახლდა წიგნადი ფონდი. მოხარულები ვართ ამ მნიშვნელოვანი და სასიამოვნო სიახლით. ასევე გვსურს სპორტული დარბაზის გარემონტება, თუმცა არ ვიცით, 17 სექტემბრამდე მოესწრება თუ არა. ამ წელს 15 პირველკლასელი გვეყოლება.“

ხორენიის საჯარო სკოლის დირექტორი რუბენ ვარდანიანი:

„23 აგვისტოს გამოცხადდება ტენდერი სკოლის გარემონტებაზე. სავარაუდოდ, სწავლის პერიოდში მოგვიწევს სკოლის გარემონტება. რაც შეეხება სხვა სიახლეებს, როგორც მოგეხსენებათ, პედაგოგები ზაფხულის პერიოდში ტრენინგებზე დადიოდნენ. ისინი სწავლების თანამედროვე მეთოდებს გაეცნენ, რასაც შემდგომში აქტიურად გამოიყენებენ და დანერგავენ პრაქტიკაში. მეც გავიარე ტრენინგები -  ფასილიტატორების კურსი.“

სპასოვკის N2 საჯარო სკოლის დირექტორი აიდა ჩახოიანი:

„განსაკუთრებული სიახლეებით არ ვხვდებით ახალ სასწავლო წელს. მხოლოდ 7 მოსწავლე მყავს. პირველკლასელიც არ მეყოლება ამ წელს. რამდენიმე ოჯახი სოფლიდან წავიდა, რაც სკოლასაც დაეტყო, რასაკვირველია. 29 აგვისტოდან პირველი სასწავლო დღის დაგეგმვას დავიწყებთ.“

დიდი გონდრიოს საჯარო სკოლის დირექტორი ამაიაკ მიქელიანი:

„ინფრასტრუქტურის კუთხით გვაქვს სიახლე, პირველ და მეორე სართულებზე იატაკებს ვცვლით, ასევე გვექნება განახლებული დერეფნები. სწავლის დაწყება ზეიმია, და რა თქმა უნდა, ამ დღეს ღონისძიებით აღვნიშნავთ.“

ალგეთის N3 სკოლის დირექტორი მამედ იუზბაშოვი:

„სიახლე ის გვაქვს, რომ საკლასო ოთახები გავარემონტეთ შეძლებისდაგვარად. გარდა ამისა, წელს 8 პირველკლასელი შემოაღებს ჩვენი სკოლის კარს. გვექნება ღონისძიება მოსწავლეების მონაწილეობით, სადაც ერთმანეთს მივულოცავთ ამ მნიშვნელოვან თარიღს.“

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
ყოველწლიური თვითშეფასება სავალდებულო ხდება - ვის ეხება ცვლილება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება