სიახლეები


დამატებით რა წრეები და კლუბები ფუნქციონირებს სკოლებში
26-07-2018
-
+


სკოლაში მოსწავლეები მნიშვნელოვან თვისებებსა და უნარებს იძენენ, სწავლობენ სხვადასხვა საგნებსა და ცხოვრებას, სკოლა მათთვის განათლების პირველი წყაროა და რა თქმა უნდა, მხოლოდ საგნების სწავლით არ უნდა შემოიფარგლებოდეს. 

Etaloni.ge დაინტერესდა, თუ დამატებით რა წრეები და კლუბები ფუნქციონირებს სკოლებში და ამ კითხვით საჯარო სკოლების დირექტორებს მიმართა. 

თბილისის N167 საჯარო სკოლის დირექტორი ელენე ფუტკარაძე: 

„ჩვენს სკოლაში ფუნქციონირებს ცეკვისა და ხელოვნების წრე, ასევე წიგნის მკითხველთა კლუბები „მთიები“ და „ვარსკვლავები“, სადაც დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები არიან გაერთიანებულები. მოსწავლეები ნებაყოფლობით ჩაერთნენ წრებისა და კლუბების საქმიანობაში და საკმაოდ აქტიურებიც არიან“. 

ზედა ჭალოვანის საჯარო სკოლის დირექტორი მარინა ხვედელიძე: 

„მათემატიკის წრე „აისი“ და ქართული ენის წრე გვაქვს სკოლაში. მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობით არიან დაკავებულები, ხშირად ტარდება პროექტები და კონკურსები და აქტიურად ვართ ჩაბმული სასკოლო საქმიანობაში“. 

ჩხენიშის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა ტყვაცირია: 

„ფასიანი წრეები არ გვაქვს სკოლაში, მაგრამ გვაქვს კლუბები. აქტიურად მუშაობს მოსწავლეთა თვითმმართველობაც. ვატარებთ სხვადასხვა ღონისძიებებს. ზღაპრის კლუბმა სულ ახლახან გამართა სპექტაკლი, რომელმაც ყველა აღგვაფრთოვანა“. 

საჯიჯაოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი მაია შუშანია: 

„სკოლაში გვაქვს მხოლოდ ეკო-კლუბი, წრეები არა, რადგან სოფელში ფუნქციონირებს კრივის, მძლეოსნობისა და ჭიდაობის წრეები და მოსწავლეები იქ არიან გაწევრიანებულები.“ 

თბილისის N48 საჯარო სკოლის დირექტორი ირმა ფუხაშვილი: 


„ჩვენთან ფუნქციონირებს ხატვის, ხელოვნების, კარატის წრე და სხვა გახანგრძლივებული წრეები. ასევე სამოქალაქო განათლების კლუბი, სადაც მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები არიან გაწევრიანებულები.“ 

სამტრედიის N11 საჯარო სკოლის დირექტორი ლენა ხაჟალია: 


„სკოლაში გვაქვს საკმაოდ აქტიური ეკო-კლუბი და ქართული ენის კლუბი, რომლებსაც მასწავლებლები მაია ლორია და ქეთევან კოკაია ხელმძღვანელობენ. კლუბები წარმატებით მუშაობენ და სხვადასხვა ღონისძიებას აქტიურად ატარებენ. გარდა ამისა, სკოლაში ფუნქციონირებს სპორტული წრეები. ჩვენი მოსწავლეები შეჯიბრებებში თითქმის ყოველთვის პირველ ადგილს იკავებენ, ეს იქნება ფრენბურთი, კალათბურთი თუ მძლეოსნობა. ცოტა ხნის წინ გაიმარჯვეს პლიაჟის ფრენბურთში. ძალიან ბევრი წარმატებული მოსწავლე გვყავს და მუშაობასაც აქტიურად ვაგრძელებთ“. 

ხორხელის საჯარო სკოლის დირექტორი ლილი ჯავახიშვილი: 

„როგორც ასეთი წრეები არ გვაქვს, რადგან სულ 11 მოსწავლე სწავლობს სკოლაში. გახანგრძლივებული საგნობრივი მეცადინეობები გვაქვს, რომლებსაც საგნის პედაგოგები ატარებენ“. 

კომენტარები


ეტალონი

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

სიახლეები

1-ელ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება

200 ლარი ბავშვებზე გაიცემა - რესპუბლიკური ბიუჯეტი

შეზღუდვა საგაკვეთილო საათებზე - ინფორმაცია სკოლის პერსონალისთვის

აბიტურიენტების ხელშეწყობის მიზნით უმაღლესი განათლების კანონში ცვლილებები შევიდა

პიროვნება

„თუ სკოლაში ტოლერანტობა და ემპათიაა - სწავლაც ადვილია“ - გარდაბნის №6 საჯარო სკოლის მასწავლებელი ლალი ნათიძე

„მომავლის სკოლა უნდა იყოს პროფესიონალი მასწავლებლებით დაკომპლექტებული“ - გარდაბნის N6 საჯარო სკოლის დირექტორი გულჩოხრა გუსეინოვა

„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მათთან მეგობრული ურთთიერობების დამყარება“

 

 

სკოლები
აქტივობას ქართულის პედაგოგი ირმა კაკულია და ისტორიის პედაგოგი გელა კაკულია ხელმძღვანელობდნენ
 
აქტივობას ხელმძღვანელობდა მაია ავსაჯანაშვილი
 
პროექტი წარმოადგინეს  მე-3 „ა“ კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის - ია ქიქავასა და ხელოვნების პედაგოგის - თათია წულაძის ხელმძღვანელობით
 

აქტივობის დასასრულს მოსწავლეებმა ერთმანეთს შთაბეჭდილებები გაუზიარეს

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი - რუზანა სტამბოლიანცი

საინტერესო

რა უპირატესობა აქვს ხელით წერას გაჯეტებთან შედარებით და რა უნარებს ავითარებს ის ბავშვებში

ის განსაკუთრებით ცნობილია განათლების შესახებ თავისი მოსაზრებებითა  და თავისი რადიკალური მიდგომით დისციპლინის, ტრადიციული სწავლისა და აკადემიური სტანდარტების მიმართ

ისინი, ერთი შეხედვით, ნორმისგან განსხვავდება, თუმცა ყოველთვის გასათვალისწინებელია, რომ თითოეულ ქვეყანას თავისი კულტურა და ისტორია აქვს

სიახლეები
საზოგადოება