სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

აბიტურიენტთა ცნობარში ცვლილებებია - რომელ პროგრამას გაუუქმდა აკრედიტაცია
07-08-2026
-
+


დღეს, 7 აგვისტოს აბიტურიენტებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისგან მოკლეტექსტური შეტყობინება გაეგზავნათ, რომელშიც ვკითხულობთ: „გაცნობებთ, რომ თსუ-ს პროგრამაზე კოდით 0010157 გაუქმდა მიღება. გთხოვთ, გადახედოთ თქვენ მიერ შედგენილ პროგრამების პრიოროტეტულ სიას.“
 
აკრედიტაცია გაუუქმდა ევროპისმცოდნეობის პროგრამას. 
 
შეტყობინებამ აპლიკანტებში არაერთი კითხვა გააჩინა, ამიტომ განმარტებისთვის შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დავუკავშირდით, სადაც განმარტეს, რომ აბიტურიენტთა ცნობარში პერიოდული ცვლილებები გამოწვეულია უმაღლესი სასწავლებლების საგანმანათლებლო პროგრამების განახლებით:
 
„ცვლილებები ძირითადად უკავშირდება ახალი პროგრამების აკრედიტაციის მიღებას, ძველი პროგრამების გაუქმებას, ადგილების რაოდენობის კორექტირებას ან სწავლის საფასურის ცვლილებას. ვინაიდან უნივერსიტეტებში აკრედიტაციის პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, საგამოცდო ცენტრი ვალდებულია აბიტურიენტებს მუდმივად მიაწოდოს დაზუსტებული ინფორმაცია“.
 
ამ ცვლილებების ფონზე, მომავალმა სტუდენტებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ მათ მიერ არჩეულ პროგრამებს. პერიოდულად გადაამოწმონ, ხომ არ შეიცვალა მიღების პირობები, რაოდენობა და სხვა ინფორმაცია ცნობარში. 
 
 
აბიტურიენტებს აქვთ შესაძლებლობა, საკუთარ საგამოცდო გვერდზე საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებები (პროგრამების დამატება, წაშლა ან თანმიმდევრობის შეცვლა) შეიტანონ აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღის ჩათვლით.
 
აღსანიშნავია, რომ წინა წლებში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ყველა ცვლილებას აქვეყნებდა ოფიციალურ საიტზე, თუმცა წელს მიდგომა შეიცვლა და როგორც ჩანს, აბიტურიენტებს მხოლოდ მოკლეტექსტური შეტყობინებები ეგზავნებათ.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პროგრამა ყველა პირველკლასელს შეეხება - მთავრობის განკარგულება ძალაშია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ

სკოლის დირექტორი ქეთევან ედიბერიძე და პედაგოგები კურსდამთავრებულს მორიგ წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
 

სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობასა და წარმატებულ კარიერას უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება