სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

თაობა „ალფა“: როგორ გავუგოთ ბავშვებს, რომლებიც მუდმივად ცვლად სამყაროში დაიბადნენ
03-08-2026
-
+


ოდესღაც ჩვენ ჯერ კიდევ ღილაკიანი ტელეფონების გამოყენებას ვსწავლობდით, ისინი კი უკვე საკუთარ YouTube-არხებს ქმნიან. ეს ბავშვები ალფა თაობის წარმომადგენლები არიან, რომლებიც 2010 წლის შემდეგ დაიბადნენ და ცხოვრება ინტერნეტის, გაჯეტებისა და არჩევანის თავისუფლების გარეშე ვერც კი წარმოუდგენიათ.

ისინი იზრდებიან სამყაროში, სადაც ყველაფერი სწრაფად და მარტივად იცვლება და ინდივიდუალურ საჭიროებებზეა მორგებული. სწორედ ამიტომაც აზროვნებენ განსხვავებულად - დამოუკიდებლად და კრიტიკულად.

ვინ არიან „ალფები“ - მარტივად რომ ვთქვათმ ალფა თაობა „ჯენზი“ თაობის შემდეგ დაბადებული, დაახლოებით 1-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვები არიან. 

მათი სამყარო სწრაფად ცვლადია და უსაზღვრო შესაძლებლობებს მოიცავს. ალფა თაობის ბავშვები რთულად იღებენ პასუხს -  „ასეა საჭირო“, მათ სურთ იცოდნენ - „რატომ?“. თუ ყველაფერს გასაგებად და საფუძვლიანად ავუხსნით, ისინი წესებს შიშის გამო კი არა, გააზრების საფუძველზე მიიღებენ.

რატომ არის მშობლებისთვის მნიშვნელოვანი თაობების თავისებურებების ცოდნა?

თაობებად დაყოფა პირობითი, მაგრამ მნიშვნელოვანი გზაა იმის ასახსნელად, თუ როგორ მოქმედებს ისტორიული, ტექნოლოგიური და სოციალური ცვლილებები ადამიანების აზროვნებაზე, ქცევასა და ღირებულებებზე.

როდესაც ვიცით, რა გარემოში იზრდება ბავშვი, მასთან ურთიერთობის აწყობაც გაცილებით მარტივია. ეს არ ნიშნავს, რომ მშობელი ბავშვს უნდა მოერგოს - მთავარი მისი აზროვნებისა და ლოგიკის გაგების მცდელობაა. მშობლები, რომლებიც „ალფა“ თაობის ღირებულებებს კარგად იცნობენ ნაკლებად ბრაზობენ შვილის „ურჩობის“ გამო, რადგან მას არა პროტესტად, არამედ, აზრის ძიებად აღიქვამენ და საერთო ენასაც უფრო ადვილად პოულობენ.

აღსანიშნავია, რომ ამ თაობის ბავშვები ოჯახში არსებულ ემოციურ გარემოს ძალიან მგრძნობიარედ აღიქვამენ. ისინი მყისიერად „კითხულობენ“ დაძაბულობას და თუ რაღაც რიგზე არ არის, ან საკუთარ თავში იკეტებიან, ან პირიქით - გაღიზიანებას მკვეთრად გამოხატავენ. სწორედ ამიტომ მათთვის მნიშვნელოვანია მშვიდი ოჯახური გარემო, მკაფიო, თუმცა მოქნილი დღის რეჟიმი და სივრცე, სადაც საკუთარი თავის გამოხატვას შეძლებენ.

„ალფა“ თაობის ბავშვების ძლიერი მხარეები

„ალფები“ არა პასიური დამკვირვებლები, არამედ მკვლევრები არიან. ისინი სწავლობენ ექსპერიმენტებით, თამაშითა და პრაქტიკული გამოცდილებით. მათ კონტროლი კი არა, სწორი მიმართულება სჭირდებათ. ამ თაობის მთავარი ძლიერი მხარეებია: აზროვნების მოქნილობა,  ტექნოლოგიებთან ბუნებრივი და ინტუიციური ურთიერთობა, კრეატიულობა, სამართლიანობის განცდა და ემპათია - მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველას საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა ჰქონდეს.

„ალფებს“ აქვთ ინფორმაციის მოძიების ბრწყინვალე უნარი, უპირატესობას ანიჭებენ კომუნიკაციის ვიზუალურ და მულტიმოდალურ ფორმებს. ისინი უფრო სწრაფად და მარტივად სწავლობენ ენებს და აქვთ თანამედროვე საკითხებისადმი გაზრდილი ცნობიერება.

„ალფა“ თაობა და სწავლა

„ალფა“ თაობა პირველია, რომელიც პრაქტიკულად თავიდანვე იზრდება ხელოვნური ინტელექტის, სმარტფონებისა და ციფრული ტექნოლოგიების გარემოში, ამიტომ მათ სწავლასა და აღზრდას ხშირად განსხვავებული მიდგომები სჭირდება.

მათთვის სწავლა არა იძულებას, არამედ ინტერესის გაღვივებას უკავშირდება. თუ ვერ ხედავენ, რატომ უნდა ისწავლონ, მოტივაციას სწრაფად კარგავენ. თუმცა, როდესაც რაიმე ნამდვილად აინტერესებთ, ინფორმაციის ათვისება საოცარი სისწრაფით შეუძლიათ.

თუმცაღა, 2010-დან 2024 წლამდე დაბადებულ ბავშვებს გაჯეტებისადმი მანიაკალურ გატაცებაში, ცუდ მეტყველებასა და კითხვისადმი ინტერესის ნაკლებობაში ადანაშაულებენ.

სპეციალისტების თქმით, 5-დან 13 წლამდე ასაკის თანამედროვე ბავშვების ყურადღების საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით 7,5 წამია. შედარებისთვის, მილენიალების ყურადღების ხანგრძლივობა 8-9 წამს შეადგენს. ყურადღების კონცენტრაციასა და შენარჩუნებას კი საუკეთესოდ ახერხებს X თაობა (1960-1985) - მაქსიმუმ 15 წამით. ამასთან, ყურადღება სწავლისა და ტვინის განვითარების საფუძველია. ამ კუთხით ერთ-ერთი საინტერესოა ჩინელი და ამერიკელი მეცნიერების მიერ 2022 წელს ჩატარებული, რომელიც ადასტურებს, რომ ხანმოკლე ვიდეორგოლების ყურება ყურადღებისა და მეხსიერების გაუარესებას იწვევს

ამიტომ, მნიშველოვანია ეკრანთან გატარებული დრო იყოს რაც შეიძლება ცოტა. იხილეთ -  რა რისკებთანაა დაკავშირებული ბავშებისთვის ეკრანთან გატარებული დრო და დღეში რამდენი საათია რეკომენდირებული?

რა დაგეხმარებათ ალფა თაობის ბავშვის უკეთ გაგებასა და მათთან საერთო ენის გამონახვაში?

თანამედროვე ბავშვები ჩვენგან ელიან ახსნას, ჩართულობას და პარტნიორულ დამოკიდებულებას. მიუდექით, როგორც თანასწორს, აუხსენით ყველაფერი მოკლედ და გასაგებად. მიეცით კითხვების დასმის შესაძლებლობა. ნუ დასჯით ემოციების გამოხატვისთვის - დაეხმარეთ, საკუთარი გრძნობები ამოცნობაში.  აჩვენეთ, რომ შეცდომების დაშვება ცხოვრების ბუნებრივი ნაწილია. და გახსოვდეთ - მათ იდეალური მშობლები კი არა, ისეთი ადამიანები სჭირდებათ, რომლებიც უსმენენ, გრძნობენ და გვერდით უდგანან.

ალფა „რთული ბავშვების“ თაობა ნამდვილად არ არის. ეს კაცობრიობის განვითარების ახალი ეტაპია. მათი სწრაფი აზროვნება, ცნობისმოყვარეობა და ყველაფერში აზრის პოვნის სურვილი ის თვისებებია, რომლებმაც შესაძლოა მსოფლიო უკეთესობისკენ შეცვალოს - თუ ჩვენ, უფროსები, მათ გაგებას ვისწავლით. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია

„განათლების სისტემაში არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა“ - ირაკლი კობახიძე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება