| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მეცნიერების არაერთმა კვლევამ აჩვენა რომ მოკლე ვიდეორგოლების ყურება ადამიანის ტვინზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.
ამ კუთხით ერთ-ერთი საინტერესოა ჩინეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერების მიერ 2022 წელს ჩატარებული კვლევა, რომლის შედეგები ჟურნალ Computers in Human Behavio-ში გამოქვეყნდა.
კვლევის ფარგლებში, კოლეჯის 197-მა ამერიკელმა და ჩინელმა სტუდენტმა ონლაინ კითხვარი შეავსო. აღმოჩნდა, რომ რესპონდენტებს, რომლებიც სხვებზე ხშირად უყურებდნენ მოკლე ვიდეოებს, ჰქონდათ უარესი ემოციური მდგომარეობა, დაბალი აკადემიური მოსწრება და რაიმეს დაგეგმვისას აწყდებოდნენ სირთულეებს. მათ ასევე ხაზი გაუსვეს, რომ სწრაფად მიწოდებულმა შინაარსმა შეიძლება გამოიწვიოს დამოკიდებულება.
მიმდინარე წელს ჟურნალ NeuroImage-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ კი აჩვენა, რომ ვიდეოკონტენტის უკონტროლო მოხმარება ძილის დარღვევას, ყურადღებისა და მეხსიერების გაუარესებას იწვევს. კვლევაში 111 ჩინელი სტუდენტი მონაწილეობდა, რომლებიც მოკლე ვიდეოების პლატფორმებს რეგულარულად იყენებენ.
კვლევის მონაწილეებს შორის იყვნენ ისინიც, ვინც მოკლე ვიდეოებს კომპულსურად უყურებდნენ და განიცდიდნენ აკვიატებულ სურვილს შესულიყვნენ ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა TikTok. მათმა მაგალითმა აჩვენა, რომ ვიდეოკონტენტის უკონტროლო მოხმარება ძილის დარღვევას, ყურადღებისა და მეხსიერების გაუარესებას იწვევს.
კვლევის ავტორებმა ყურადღება ამ პროცესების ბიოლოგიურ მხარეზეც გაამახვილეს. აღმოჩნდა, რომ სტრუქტურული და ფუნქციური ცვლილებები ხდება იმ ადამიანების ტვინში, რომლებიც სხვებთან შედარებით უფრო მიდრეკილნი არიან დამოკიდებულებისკენ.
კვლევამ აჩვენა, რომ მოკლე ვიდეოების ყურება თავის ტვინის ორბიტოფრონტალურ ქერქში რუხი ნივთიერების მოცულობის შემცირებას იწვევს. როგორც მეცნიერები განმარტავენ, თავის ტვინის ეს ნაწილი გადაწყვეტილებების მიღებაზეა პასუხისმგებელი.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება
„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება