| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნათია ხუსკივაძე სკოლა „ცოდნას“ ინგლისური ენის მასწავლებელია, რომელიც მოსწავლეებს მათ ინტერესებზე მორგებულ სასწავლო მეთოდებს სთავაზობს.
თავად პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული მოსწავლეებს წარმატებისკენ უბიძგებს მოსიყვარულე გარემოს შექმნით, მათი ძლიერი მხარეების აღმოჩენითა და აღიარებით.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სკოლა „ცოდნას“ ინგლისური ენის მასწავლებელი ნათია ხუსკივაძე პასუხობს.
- მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც...
- ვასწავლოთ დამოუკიდებლად მუშაობას, საკუთარი შეცდომების აღიარებასა და მითითებული დავალების შესრულებას.
- მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს...
- მასწავლებლის მხრიდან მისი ძლიერი მხარეების აღმოჩენა, შემჩნევა, აღიარება. ასევე, განმავითარებელი შეფასება და თბილი, მოსიყვარულე გარემო.
- სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ...
- საკუთარი უნარების განვითარების საშუალებას, საზოგადოებრივ-სამოქალაქო დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.
- მოსწავლეებს შორის მეგობრობა მნიშვნელოვანია, რადგან...
- ეს ხელს უწყობს სასიამოვნო გარემოს შექმნას, ერთობლივი მიზნის მიღწევას, თანამშრომლური უნარების განვითარებას.
- სწავლა ხდება საინტერესო, როდესაც...
- სწავლის მეთოდები მაქსიმალურად მორგებულია მოსწავლეთა ინტერესებზე. როდესაც მასწავლებელი მუდმივად ორიენტირებულია განვითარებაზე.
- უნარი, რომელსაც ყველა მოსწავლე უნდა ფლობდეს....
- გარემოს პატივისცემა, კრიტიკული აზროვნება, დროის მართვის უნარი, კომუნიკაციის უნარი.
- ჩემი პროფესიის არჩევაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა...
- ჩემმა პედაგოგებმა და ჩემმა მშობლებმა, ამასთანავე ყველაზე მეტად ბავშვების სიყვარულმა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
სურსათის ყველა - 694 ნიმუშის კვლევის შედეგია ცნობილი
თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს
მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას
დირექტორს ღვაწლმოსილ პედაგოგთა დაჯილდოების ცერემონიალზე მადლობის სიგელი გადაეცა