| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

რუსუდან ნასყიდაშვილი სკოლა „ცოდნას“ ინგლისური ენის მასწავლებელია, რომელიც მოწოდებულია მოსწავლეებს ცოდნით გაუკვალოს გზა. პედაგოგის პროფესია სწორედ ამ მიზნით აირჩია და მოსწავლეებსაც მიზნისკენ სწრაფვასა და გამოწვევების გადალახვას ასწავლის.
მისი თქმით, ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა, პირადი მაგალითი და მოსწავლის შესაძლებლობების რწმენა მოზარდებს წარმატებისკენ უბიძგებს.
etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში პედაგოგი აღნიშნავს, რომ სწავლა მაშინ ხდება საინტერესო, როცა სირთულე აღიქმება როგორც გამოწვევა და არა ბარიერი.
- მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც...
- ნდობას ვუცხადებთ და მაგალითს ვაძლევთ.
- მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს...
- საკუთარი შესაძლებლობების რწმენა.
- სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ...
- ღირებულებებს და პასუხისმგებლობის განცდას.
- მოსწავლეებს შორის მეგობრობა მნიშვნელოვანია, რადგან...
- ერთად გაზიარებული გზა წარმატებას უფრო მყარს ხდის.
- სწავლა ხდება საინტერესო, როდესაც...
- სირთულე გამოწვევად აღიქმება და არა ბარიერად.
- უნარი, რომელსაც ყველა მოსწავლე უნდა ფლობდეს....
- მიზანდასახულობა, ემპათია და ურთიერთპატივისცემა.
- ჩემი პროფესიის არჩევაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა...
- ჩემმა ინგლისურის მასწავლებელმა და შემდეგ სურვილმა, რომ სხვებს ცოდნით და გზამკვლეობით დავეხმარო.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
სურსათის ყველა - 694 ნიმუშის კვლევის შედეგია ცნობილი
თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს
მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას