სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

 „მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც ვენდობით და ვაძლევთ მაგალითს“ - სკოლა „ცოდნას“ მასწავლებელი დარეჯან ცხომარია
27-02-2026
-
+


დარეჯან ცხომარია სკოლა „ცოდნას“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია, რომელიც გარდა იმისა რომ მოსწავლეებს აძლევს ხარისხიან განათლებას, აქტიურად ზრუნავს მათ პიროვნულ განვითარებაზე. მისი თქმით, სკოლის მისია მხოლოდ ცოდნის გადაცემით არ განისაზღვრება, მნიშვნელოვანია კრიტიკული აზროვნებას, კრეატიულობის, პრობლემებთან გამკლავების, ტოლერანტობისა და მოქალაქეობრივი ღირებულებების განვითარება. 

etaloni.ge-სთან  ​ბლიც-ინტერვიუში პედაგოგი საუბრობს პრაქტიკულ მიდგომებზე - თუ როგორ ვასწავლოთ მოსწავლეს პასუხისმგებლობა, ვუბიძგოთ წარმატებისკენ...

- მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც...

- ვენდობით და ვაძლევთ მაგალითს, როდესაც მნიშვნელოვან დავალებას ვაძლევთ; როცა გრძნობენ, რომ მოვალეობები აკისრიათ.

- მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს...

- პოზიტიური უკუკავშირი, აღიარება, წახალისება, მხარდაჭერა, შექება, აზრის გამოხატვის თავისუფლებით.

- სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ...

- გარკვეულ უნარ-ჩვევებს, კრიტიკულ აზროვნებას, კრეატიულობას, პრობლემებთან გამკლავებას, ტოლერანტობას და მოქალაქეობრივ ღირებულებებს.

- მოსწავლეებს შორის მეგობრობა მნიშვნელოვანია, რადგან...

- უნდა განუვითარდეთ სოციალური და პიროვნული უნარები, ეხმარება ემოციურ განვითარებაში, უქმნის გარკვეულ სოციუმს.

- სწავლა ხდება საინტერესო, როდესაც...

- გაკვეთილები არის მრავალფეროვანი, გამომდინარეობს მოსწავლეთა ინტერესებიდან, მასწავლებელს აქვს კარგი იუმორი; როცა ბავშვი გრძნობს რომ მნიშვნელოვანია.

- უნარი, რომელსაც ყველა მოსწავლე უნდა ფლობდეს....

- კრიტიკული აზროვნება, ანალიტიკა, შემოქმედებითობა, თანამშრომლობა/გუნდურობა,კომუნიკაციის თავისუფლება.

-  ჩემი პროფესიის არჩევაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა...

- საკუთარი ინტერესთა სფერო, უნარები, შესაძლებლობები, ოჯახის და მშობლების მხარდაჭერა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება