| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნია დათუკიშვილი სკოლა „ცოდნას“ დაწყებითი კლასების მასწავლებელია, რომელიც მოსწავლეებს საგნებთან ერთად პასუხისმგებლობის განცდას, დამოუკიდებლობას, კრიტიკულ და ანალიტიკურ აზროვნებას, თანამშრომლობის კულტურასა და მოქალაქეობრივ ღირებულებებს ასწავლის.
მან კარგად იცის, რომ სკოლაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პედაგოგის როლი, როგორც პროფესიონალისა და პირადი მაგალითის მქონე ავტორიტეტის, რომელიც მოსწავლეს აძლევს მოტივაციას და მის პიროვნულ ზრდას უწყობს ხელს.
etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში პედაგოგი გვიზიარებს საკუთარ ხედვას, თუ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეს პასუხისმგებლობა, ვუბიძგოთ წარმატებისკენ, აღვზარდოთ ღირებულებებზე.
- მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც...
- ვუყალიბებთ დამოუკიდებელ უნარ-ჩვევებს, დავალებებს თავად ირჩევს და პასუხს აგებს შედეგებზე.
- მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს...
- გარემო, მოტივაცია, მასწავლებლის მხარდაჭერა, საკუთარი თავის რწმენა.
- სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ...
- კრიტიკულ, ანალიტიკურ აზროვნებას, ღირებულებების პატივისცემას. შრომითი საქმიანობის აუცილებლობას.
- მოსწავლეებს შორის მეგობრობა მნიშვნელოვანია, რადგან...
- ყალიბდება სულიერად ჯანსაღი მოზარდი, სწავლობს ურთიერთპატივისცემას, თანამშრომლობას.
- სწავლა ხდება საინტერესო, როდესაც...
- საგაკვეთილო პროცესი საინტერესოდ არის დაგეგმილი მრავალფეროვანი აქტივობებით. გათვალისწინებულია მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობები.
- უნარი, რომელსაც ყველა მოსწავლე უნდა ფლობდეს...
- საკუთარი აზრის ჩამოყალილება, მისი დაცვა, თანამშრომლობის, პრობლემის გადაჭრის უნარი.
- ჩემი პროფესიის არჩევაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა...
- საკუთარი მასწავლებლების პირადმა მაგალითმა, რომელთაც შთამაგონეს უდიდესი სიყვარული ბავშვების მიმართ, მომავალი თაობების აღზრდის თავდაუზოგავმა სურვილმა. ყოველი დღე განსხვავებული და მრავალფეროვანი იყო.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს
მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი