სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„როცა ვხედავ, მოსწავლე მოტივირებულია, ვგრძნობ შრომას უშედეგოდ არ ჩაუვლია, სწორედ ამისთვის ღირს ძალისხმევა“- აბაშის N1 სკოლის დირექტორი ინეზა ბოკუჩავ​ა
17-11-2025
-
+


აბაშის N1 საჯარო სკოლის დირექტორ ინეზა ბოკუჩავასთვის სკოლის წარმატება იზომება არა მხოლოდ აკადემიური მიღწევებით, არამედ თუ რამდენად ბედნიერები და მოტივირებულები არიან მოსწავლეები. მისი ხედვით, მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხო გარემო, სადაც ბავშვი რეალიზებულია და იღებს ხარისხიან განათლებას. სწორედ ასეთ საგანმანათლებლო სივრცეს უზრუნველყოფს სკოლაში და საკუთარი წვლილი შეაქვს ერუდირებული და ინტელექტუალური საზოგადოების ფორმირებაში. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს აბაშის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ინეზა ბოკუჩავა პასუხობს. 

- მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში იყოს...

- უსაფრთხო და დახმარებაზე ორიენტირებული გარემო, სადაც ბავშვი თავისუფლად გამოხატავს თავს და იღებს ხარისხიან განათლებას.

- სკოლის წარმატება იზომება იმით, თუ...

- რამდენად ვითარდება თითოეული მოსწავლე, რამდენად ბედნიერები და მოტივირებულები არიან ისინი და როგორ ახერხებს სკოლა საზოგადოების ნდობის მოპოვებას.

- კოლექტივის თანადგომა საჭიროა, რადგან...

- ერთიანი გუნდი უზრუნველყოფს სტაბილურობას, ურთიერთგაგებას და რთულ სიტუაციებში სწორი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას.

- სკოლაში ყველაზე ფასეული ჩემთვის არის...

- პედაგოგების ერთგულება, მოსწავლეების წინსვლა და სითბო, რომელიც ურთიერთობებში იგრძნობა.

- როდესაც ვხედავ, რომ მოსწავლე მოტივირებულია, ვგრძნობ რომ...

- შრომას უშედეგოდ არ ჩაუვლია და სწორედ ამისთვის ღირს ძალისხმევა - რომ ბავშვმა საკუთარი შესაძლებლობები დაინახოს.

- რთულ სიტუაციებში სამართლიანობის შენარჩუნება ნიშნავს...

-ემოციებზე მაღლა დგომას, ფაქტებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს და ყველა მხარის თანაბარ გათვალისწინებას.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება