სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში და „ეტალონი“ მოსწავლეებისთვის ერთობლივ კონკურსს აცხადებენ
29-06-2018
-
+


ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ აცხადებენ კონკურსს მოსწავლეებისთვის - „ლიეტუვის ევროპული გამოცდილება საქართველოსთვის“.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მოსწავლემ უნდა გამოაგზავნოს ნარკვევი თემაზე „ლიეტუვის ევროპული გამოცდილება საქართველოსთვის.“ ნარკვევი უნდა ეხებოდეს ლიეტუვის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მიღებული გამოცდილების საქართველოსთვის გამოყენების მაგალითებს და ცოდნის გაზიარებას.

კონკურსის მიმდინარეობის პერიოდია 2018 წლის 01 ივლისი-30 სექტემბერი.  

კონკურსი მიზნად ისახავს ლიეტუვის ევროპული გამოცდილების პოპულარიზებას და მასზე მსჯელობის წახალისებას, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეთა შორის საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე წარმატებული მაგალითების მოძიების და საქართველოსთვის ამ მაგალითების გაზიარების შესაძლებლობებზე დისკუსიის წინ წამოწევას ლიეტუვას, როგორც წარმატებული ქვეყნის მაგალითზე.

კონკურსის მონაწილეებმა ელ. ფოსტაზე info@etaloni.ge უნდა გამოაგზავნონ კონკურსის სახელწოდების და თემატიკის შესაბამისი ნარკვევი, რომლის მოცულობაც არ უნდა აღემატებოდეს 2 გვერდს. ნარკვევი უნდა შეიცავდეს მოსწავლის სახელს, გვარს, სკოლის დასახელებას, კლასს და მოსწავლის საკონტაქტო ნომერს. ნარკვევები მიიღება ქართულ, ინგლისურ ან ლიტვურ ენაზე.

გამარჯვებულების საპატიო დაჯილდოება გაიმართება საქართველოში ლიეტუვას რესპუბლიკის საელჩოში.

წარმატებებს გისურვებთ!

იხილეთ შედეგები: 

„ლიეტუვის ევროპული გამოცდილება საქართველოსთვის“ - კონკურსის შედეგები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება