სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ნდობა სიყვარულით, აღიარებით და პატივისცემით ყალიბდება“-   ოზურგეთის N4 საჯარო სკოლის დირექტორი თეიმურაზ მოქია
06-08-2025
-
+


„გუნდურობა, სხვისი აზრის პატივისცემა, ობიექტურობა, აღიარება“- ეს ის ღირებულებებია რომელებზეც შენდება ოზურგეთის N4 საჯარო სკოლის კულტურა, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილების მქონე დირექტორი თეიმურაზ მოქია ხელმძღვანელობს. სკოლაში ყველა მოსწავლე-მასწავლებლის აზრი გათვალისწინებული და პატივსაცემია. 

„დირექტორი პირველ რიგში სხვისი შრომის ობიექტურად შემფასებელი უნდა იყოს. წაახალისოს ინოვაციები და შემოქმედობითობა“- აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი და პოზიტიური სამუშაო გარემოს შესაქმნელად, თავად არის სამაგალითო.

დირექტორის ხედვით, როგორც მოსწავლეთა, ისე პედაგოგთა მოტივაციის მთავარი წყარო შრომის აღიარება და წახალისებაა. 

სკოლის გუნდი ყოველ სასწავლო წელს დიდი პასუხისმგებლობით ხვდება - წინასწარ იგეგმება აქტივობები, რაც პირველკლასელთა ადაპტაციას ამარტივებს და მათ სასწავლო მოტივაციას ამაღლებს.

ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე etaloni.ge-ს კითხვებს ოზურგეთის N4 საჯარო სკოლის დირექტორი თეიმურაზ მოქია პასუხობს. 

-როგორ ემზადებით სასწავლო წლის დასაწყისისთვის? რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი სწავლის პირველ დღეებში? როგორ ხვდებით პირველკლასელებს? გაქვთ ტრადიციები ან სპეციალური მეთოდები ადაპტაციისთვის?

-პირველკლასელებისთვის გვაქვს კომპიუტერები და სახელმძღვანელოები, საკლასო ოთახებს დაწყებით კლასებში ჩაუტარდათ სარემონტო სამუშაოები.

სასწავლო პროცესის დაწყებამდე პირველკლასელებსა და მათ მშობლებს ვიწვევთ სკოლაში ვაცნობთ გარემოს, სადაც განათლებას მიიღებენ, ეს პროცესი მათთვის სახალისოა, რადგან გვაქვს სპეციალური აქტივობები, ვიწვევთ ანიმატორებს და მათი დახმარებით, მხიარულ გარემოში ვაცნობთ სასწავლო გარემოს. სწავლის პირველ დღეს მოსწავლეებისთვის იგეგმება საზეიმო დახვედრა.

კლასის დამრიგებლები სახალისო აქტივობებით იწყებენ სასწავლო პროცესს და მნიშვნელოვანია, რომ ეს აქტივობები არ ეხებოდეს თემას - „როგორ გაატარე ზაფხული“, რადგან ზოგიერთი ბავშვისთვის შესაძლოა არ იყოს კომფორტული ამ დღეების გაზიარება.

-რას ურჩევდით ახალგაზრდა პედაგოგს, ვინც ახლა იწყებს მუშაობას სკოლაში? მოსწავლეებთან და მშობლებთან ურთიერთობაში?

-უნდა უყვარდეთ ის საქმე რასაც აკეთებენ იყვნენ ბავშვებთან და მშობლებთან ურთიერთობაში გულწრფელი და თავშეკავებული, შეეცადონ, რომ გაიგონ და გააცნობიერონ ბავშვების შინაგანი განცდები და მათი მდგომარეობა.

-რა უნარებს ან თვისებებს მიიჩნევთ ყველაზე მნიშვნელოვანად პედაგოგის საქმიანობაში?

-ობიექტურობა, ემპათა, პრინციპულობა.

-რა იყო თქვენთვის ყველაზე დიდი სირთულე მასწავლებლად მუშაობის დასაწყისში?

-ახალი თაობების ინტერესებზე და საჭიროებების გათავისება და გათვალისწინება.

-როგორ მოახდინოს დამწყებმა პედაგოგმა თავისი როლის ჩამოყალიბება კლასში?

-მასწავლებელმა უნდა მოიპოვოს ავტორიტეტი და შეძლოს პატივისცემა და სიყვარული დაიმსახუროს ბავშვების.

-როგორია თქვენი ხედვა სკოლის კულტურაზე? როგორ ინარჩუნებთ პოზიტიურ სამუშაო გარემოს?

-გუნდურობა, სხვისი აზრის პატივისცემა, ობიექტურობა, აღიარება, დირექტორი პირველ რიგში სხვისი შრომის ობიექტურად შემფასებელი უნდა იყოს. წაახალისოს ინოვაციები და შემოქმედობითობა

-რა პრინციპებით ხელმძღვანელობთ ახალი პედაგოგების შერჩევისას?

-განათლება, პროფესიისადმი სიყვარული, კომუნიკაციის უნარი, განვითარების სურვილი.

-როგორ ამზადებთ გუნდს ახალი სასწავლო წლისთვის?

-მობილიზებას ვუკეთებ გუნდს მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობების დასაგეგმად. ვითვალიწინებთ ბოლო დროს დანერგილ სიახლეებს.

-რა არის თქვენი გამოცდილებით ყველაზე ეფექტური მიდგომა მოსწავლეთა და მასწავლებელთა მოტივაციისთვის?

-შრომის აღიარება და წახალისება.

-როგორ ეხმარებით დამწყებ პედაგოგებს პროფესიულად განვითარებაში?

-დანერგილი გვაქვს სკოლაში საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, სადაც დამწყები პედაგოგები ესწრებიან გაკვეთილებს.

-როგორ ცდილობთ მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებას?

-ვსწავლობთ მოსწავლეთა საჭიროებებს, რაც გათვალისწინებულია სასწავლო პროცესის დანერგვის დროს.

-როგორ აქცევთ სასწავლო პროცესს მოსწავლეებისთვის მოტივირებულ და ინტერაქტიულ სივრცედ?

-სასკოლო გარემო აღჭურვილია საჭირო ტექნიკით (კომპიუტერი, პროექტორი ) რაც მასწავლებლებს ეხმარებათ დაგეგმონ საინტერესო და ინოვაციური გაკვეთილები.

-როგორ იქმნება ურთიერთნდობა მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის?

-სიყვარულით, აღიარებით და პატივისცემით.  


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უმაღლესებში მისაღები ადგილების რაოდენობა შეიცვალა - ვის ეხება მთავრობის დადგენილება 

საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგები და შეფასების სქემა გამოქვეყნდა 

მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გასაჩივრება დაიწყო - დეტალური ინსტრუქცია 

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
თბილისის N142 საჯარო სკოლის მოსწავლემ ბათუმის ღია საერთაშორისო ჩემპიონატზე გაიმარჯვა

სკოლა „ჰელიოსის“ IX კლასის მოსწავლეებმა კახეთში შემეცნებითი მოგზაურობა მოაწყვეს

 
ხარისხიანი განათლება, უსაფრთხო და ოჯახური გარემო - რას სთავაზობს ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა მოსწავლეებს
სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეებისთვის კომფორტული და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნას

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები ქართულ-ოსურ ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობდნენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება