სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ბავშვები ჩვენთან თავს როგორც საკუთარ სახლში, ისე გრძნობენ“ - ოზაანის საჯარო სკოლის დირექტორი ანა ლათიბაშვილი
06-08-2025
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანის საჯარო სკოლაში, დირექტორის - ანა ლათიბაშვილის ხელმძღვანელობით, უზრუნველყოფილია მოსწავლე-მასწავლებელთა ინტერესებსა და საიროებებს მორგებული საგანმანათლებლო გარემო. 

მცირეკონტინგენტიან სკოლაში ბავშვები, მშობლები და მასწავლებლები ერთ დიდ, მეგობრულ ოჯახს ქმნიან. დირექტორის თქმით, თითოეული მოსწავლის შესაძლებლობა, ინტერესები და საჭიროება დეტალურად იციან და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ბავშვებმა სკოლაში თავი დაცულად და მშვიდად იგრძნონ.

„არ უნდა არსებობდეს იმის ბარიერი, რომ მოსწავლეს პრობლემა ჰქონდეს და ვერ უთხრას მასწავლებელს ან დირექტორს. , ბავშვები სკოლაში თავს როგორც საკუთარ სახლში, ისე გრძნობენ“,- ამბობს ის.

სკოლის გუნდი მჭიდროდ თანამშრომლობს და ყოველ ახალ სასწავლო წელს პასუხიმგებლობით ხვდება. დირექტორი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პედაგოგების მზადყოფნას და პროფესიულ განვითარებას: წელიწადის ბოლოს აჯამებენ შედეგებს, აფასებენ მიღწევებსა, განსაზღვრავენ სუსტ მხარეებს და ერთად აყალიბებენ გეგმას, როგორ გააუმჯობესონ სწავლა-სწავლების პროცესი. 

მისი აზრით, კარგი პედაგოგი მხოლოდ ცოდნით არ იზომება - აუცილებელია უყვარდეს საკუთარი საქმე. 

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე etaloni.ge-ს კითხვებს ოზაანის საჯარო სკოლის დირექტორი ანა ლათიბაშვილი პასუხობს. 

-როგორ ემზადებით სასწავლო წლის დასაწყისისთვის? რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი სწავლის პირველ დღეებში? როგორ ხვდებით პირველკლასელებს? გაქვთ ტრადიციები ან სპეციალური მეთოდები ადაპტაციისთვის?

-პირვეკლასელთა ადაპტაცია ძალიან მნიშვნელოვანია. მათ უკვე ვუმასპინძლეთ, მოწვეულნი იყვნენ ბავშვები, ბაღის მასწავლებლებმა მოიყვანეს, დავათვალიერებინეთ გარემო, გავესაუბრეთ. სასწავლო წლის დასაწყისში ღონისძიებას ვატარებთ, ბავშებს კლასის ხელმძღვანელი უკავშირდება, ლექსებს ვურიგებთ. საზეიმო მიღებას ვმართავთ ხოლმე და როგორც პირვეკლასელები, ისე სხვა ბავშვები ლექსებს კითხულობენ. 

-რას ურჩევდით ახალგაზრდა პედაგოგს, ვინც ახლა იწყებს მუშაობას სკოლაში? მოსწავლწეებთან და მშობლებთან ურთიერთობაში? 

-ჩემი აზრით, აუცილებელია ჰქონდეთ ხშირი კონტაქტი და ურთიერთობდნენ მშობლებთან, ბავშებთან. უნდა იცოდნენ ყველაფერი, რა უჭრთ, რა ულხინთ. მშობლებს გაესაუბრონ, ბავშვების დადებითი, უარყოფითი მხარეები კარგად შეისწავლონ. რაც მეტი ჩართულობაა მშობლების სასკოლო ცხოვრებაში, მით უფრო უკეთესად ადაპტირდებიან ბავშვები სასკოლო საზოგადოებაში.

-რა უნარებს ან თვისებებს მიიჩნევთ ყველაზე მნიშვნელოვანად პედაგოგის საქმიანობაში?

-ვფიქრობ, უნდა შეგეძლოს ადამიანებთან ურთიერთობა, უნდა იყო დამთმობი, გააჩნდეს მოთმინების უნარი, მოტივირებული აუცილებლად და რაც მთავარია, უნდა იყო საკუთარი საქმის მოყვარული. 

-რა პრინციპებით ხელმძღვანელობთ ახალი პედაგოგების შერჩევისას?

-ახალი პედაგოგების შერჩევისას კონკურსს ვაცხადებთ და კონკურსის წესით შეირჩევიან. იქმნება საკონკურსო კომისია და მონაწილეობენ, ჩართულები არიან როგორც პედაგოგები, ისე რესურსცენტრის წარმომადგენლები, განათლების სამინისტროს წარმოამადგენლები, მასწავლებლის სახლის წარმომადგენელი და ერთად შევჯერდებით. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, კვალიფიკაციაა მნიშვნელოვანი და გასაუბრების შედეგად, ყურადღებას ვაქცევთ იმ უნარებს, რომლებიც მნიშვნელოვანი და აუცილებელია.

-როგორ ამზადებთ გუნდს ახალი სასწავლო წლისთვის?

- პედსაბჭოს ვატარებთ, ვაჯამებთ გასული წლის შედეგებს-რა გვქონდა დადებითი, რა იყო უარყოფითი, რას ვერ მივაღიწიეთ და რატომ? რა იყო მიზეზი, როგორ უნდა აღმოიფხვრას? ვსახავთ ახალ გზებს, როგორ გავაუმჯობესოთ სასწავლო პროცესი.

-როგორ ცდილობთ მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებას?

-ჩვენი სკოლა მცირე კონტინგენტიანია. პატარა სოფელია და ყველა ერთმანეთს ვიცნობთ ბავშვებიც, მშობლებიც და თითოეული ბავშის ყველა მონაცემი დეტალუარად ვიცით. ვცდილობთ, რომ ბავშებიც ინტერესები დავიცვათ. თითოეულმა ბავშვმა უნდა იგრძნოს თავი სკოლაში დაცულად - თითქოს საკუთარ სახლში არიან და ასეც არის. არ უნდა იყოს ბარიერები, რომ ბავშვს რაღაც პრობლემა ჰქონდეს და ვერ უთხრას კლასის ხელმძღვანელს ან თუდაც დირექტორს ან საგნის მასწავლებელს. ძალიან მეგობრული გუნდი ვართ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უმაღლესებში მისაღები ადგილების რაოდენობა შეიცვალა - ვის ეხება მთავრობის დადგენილება 

საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგები და შეფასების სქემა გამოქვეყნდა 

მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გასაჩივრება დაიწყო - დეტალური ინსტრუქცია 

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
ხარისხიანი განათლება, უსაფრთხო და ოჯახური გარემო - რას სთავაზობს ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა მოსწავლეებს
სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეებისთვის კომფორტული და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნას

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები ქართულ-ოსურ ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობდნენ

სსიპ გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის N7 საჯარო სკოლა

ფოთის N7 საჯარო სკოლა პროფესიულ ინტეგრირებულ პროგრამაზე ახალ ნაკადს იღებს

„შევქმნათ უკეთესი საგანმანათლებლო გარემო ჩვენი მოსწავლეებისთვის!“
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება