სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 
17-04-2025
-
+


ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთის  N1 საჯარო სკოლაში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი საინტერესო აქტივობები ჩატარდა.

გაიმართა მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია თემაზე: „ენა ქართული ღმერთების ენაა“.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკუთარი შემოქმედება, ნახატები, მოეწყო კალიგრაფიის ნიმუშების გამოფენა. ღონისძიება გაალამაზა ქართველი კლასიკოსების მიერ შექმნილმა პოეტურმა მარგალიტებმა, მოსწავლეებმა შეასრულეს ქართული ენის საგალობლები და სხვა მუსიკალური ნომრები.

დამსწრე საზოგადოებას გააცნეს მსოფლიოს ქართველოლოგიური ცენტრები, რომლებიც საზღვარგარეთ ქართული ენის, ქართული ხელოვნების პოპულარიზაციას ეწევიან.

მოსწავლეებმა წარმოაჩინეს გამოჩენილი მწერლების, საზოგადო მოღვაწეებისა და სასულიერო პირების მოსაზრებები ქართული ენის შესახებ. განსაკუთრებით ხაზი გაესვა კონსტანტინე გამსახურდიას გენიალური სიტყვებს: „ქართული ენის სიწმინდისთვის ბრძოლა ისეთივე საპატიო საქმეა, როგორც დაცვა ხმლით საკუთარი სამშობლოსი".

ღონისძიებაზე გაჟღერდა პოეზიის ქურუმის, რითმის ჯადოქრის ირაკლი აბაშიძის ქართული ენის ულამაზესი ჰიმნი ქებათაქება „ხმა კატალონთ", რომელსაც თავად ავტორი კითხულობდა. ღონისძიება  ქორეოგრაფიულო ნომრით დასრულდა.


იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება