სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ზუსტად ისეთი მიდგომა უნდა გვქონდეს ჩვენს მოსწავლეებთან, როგორი დამოკიდებულებაც მისაღებია ჩვენთვის“ - მაწიმის საჯარო სკოლის პედაგოგი ნატო ჯავახია
13-03-2025
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგ ნატო ჯავახიასთვის მნიშვნელოვანია მოსწავლეებს შეუქმნას მეგობრული, ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული გარემო. გამოწვევებს არ უშინდება და მოსწავლეებსაც მინზანსწრაფულობას ასწავლის - „ძლიერი ზუსტად მაშინ ხარ შეუძლებელის დაძლევას რომ შეეცდები“,- აღნიშნავს პედაგოგი და ამ შემართებით საკუთარი წვლილი შეაქვს განათლებული თაობის ჩამოყალიბებაში. 

- ოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- მეგობრულ გარემოს, რომელიც ბავშვების ნდობას გვძენს და დამოკიდებულება სწავლისადმი განსაკუთრებულია.

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- ურთიერთპატივისცემა. ზუსტად ისეთი მიდგომა უნდა გვქონდეს ჩვენს მოსწავლეებთან როგორი დამოკიდებულებაც მისაღებია ჩვენთვის.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან... 

- არიან გონიერები, კრეატიულები და განვითარებული აქვთ კრიტიკული აზროვნება.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- ურთიერთთანამშრომლობას, გაზიარებას, გააზრებას და კვლევას.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- შეუძლებელი არაფერია როცა ცოცხალი ხარ. ძლიერი ზუსტად მაშინ ხარ შეუძლებელის დაძლევას რომ შეეცდები.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ... 

„1984“ - ჯორჯ ორუელი

- ეს ნაწარმოები იშლება დისტოპიურ სამყაროში, სადაც კონტროლი, თავისუფლების შეზღუდვა და ინტერესი პიროვნული უფლებების მიმართ ძალიან მნიშვნელოვანია. ეს წიგნი ასწავლის პასუხისმგებლობას. პოლიტიკურ თემებს ეხება, რაც მოსწავლეებს დაეხმარება, დაფიქრდნენ დღევანდელი მსოფლიოს პრობლემებზე და გააკეთონ არჩევანი, თუ როგორ მოიქცნენ მომავალში.

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- იყო სპორტული შეჯიბრი, რომელიც სკოლაში ყოველ წელს ეწყობოდა და გამარჯვებული მოსწავლე მთელი წელი გამორჩეულთა დაფაზე იყო. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

სკოლაში ახარებთ ინიციატივა და მოსწავლეებს გარემოს დაცვასა და  ბუნების მოფრთხილებას ასწავლიან

„ვფიქრობ, თითოეული დარგული ხე მნიშვნელოვანი ნაბიჯია უკეთესი მომავლისაკენ“
 

პედაგოგებმა მოისმინეს ინფორმაცია ჰაბის საქმიანობის, განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო შესაძლებლობების შესახებ

მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, სკოლის I-XII კლასების მოსწავლეებმა სკოლის დერეფანში განსათავსებლად დაამზადეს მისალოცი პოსტერი
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება