TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმ. თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ იუნკრთა ხსოვნას პატივი მიაგეს
27-02-2025
-
+


კოჯორში, გმირთა მემორიალთან, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის ისტორიის მოყვარულთა კლუბისა და მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებმა, ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში, პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპული იუნკრების ხსოვნას.

სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ - სამშობლოსათვის თავგანწირული გმირების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღასრულა.

საქართველოს ისტორიის პედაგოგებმა - იოსებ აფაქიძემ და თეა ხარაზიშვილმა ისაუბრეს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და პირველი დემოკრატული რესპუბლიკის ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შესახებ.

მოსწავლეებმა გმირთა მემორიალთან წარადგინეს ისტორიულ-ლიტერატურული კომპოზიცია - „თოვდა და თბილისს ებურა თალხი“.

როგორც სკოლა-გიმნაზიაში გვიყვებიან, ღონისძიებას შეუერთდა გზად მიმავალი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, გენერალი ზაზა ჩხაიძე, რომელმაც წარმატებები უსურვა მოსწავლეებს, აღნიშნა თამარის სახელობის სკოლა-გიმნაზიის განსაკუთრებული მნიშვნელობა და ახალგაზრდებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება