სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მე-7 კლასელება ფიზიკის გაკვეთილზე თოვლის პაპას მოძრაობის პროცესი აღწერეს
25-02-2025
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებისთვის ფიზიკის გაკვეთილები გაჯარებულია მრავალფეროვანი აქტივობებით, რაც მოსწავლეთა სწავლის ხარისხსა და სასწავლო შემართებაზე აისახება. 

ახლახან, ფიზიკის მასწავლებლის - ირმა წითაძის უშუალო ჩართულობითა და მითითებით, მე-7 კლასის მოსწავლეებმა, სასწავლო პროგრამის ფარგლებში, შეასრულეს საინტერესო აქტივობა და მიყვნენ პირობას: საკვანძო შეკითხვაა - როგორ შევქმნათ პოსტერი, სადაც აღვწერთ თოვლის პაპას მოძრაობის პროცესს, და წარმოვადგენთ მისი მახასიათებელი ფიზიკური სიდიდეების დამოკიდებულებას ცხრილებისა და გრაფიკების საშუალებით.

დავალების მიზანი იყო პოსტერის შექმნა, სადაც მოსწავლეები აღწერდნენ თოვლის პაპას მოძრაობის პროცესს და წარმოადგენდნენ მისი მახასიათებელი ფიზიკური სიდიდეების დამოკიდებულებას ცხრილებისა და გრაფიკების საშუალებით. 

ზოგადად, სასწავლო აქტივობა ძალიან საინტერესოა და აერთიანებს, როგორც ფიზიკის, ისე შემოქმედებითი აზროვნების ელემენტებს. იგი ხელს უწყობს მოსწავლეების ანალიტიკური და პრეზენტაციის უნარების განვითარებას.

  1. მულტიდისციპლინარული მიდგომის თვსლსაზრისით, აქტივობა აერთიანებს ფიზიკას, გრაფიკულ დიზაინს და შემოქმედებით აზროვნებას, რაც ხელს უწყობს ცოდნის გაღრმავებას სხვადასხვა მიმართულებით;
  2. მოცემული სცენარი რეალურ სიტუაციაზეა დაფუძნებული, რაც ეხმარება მოსწავლეებს ფიზიკის კონცეფციების უკეთ გააზრებაში;
  3. ცხრილებისა და გრაფიკების გამოყენება მოსწავლეებს აძლევს  შესაძლებლობას, უკეთ აღიქვან ფიზიკური სიდიდეების (სიჩქარე, დრო, მანძილი) ურთიერთკავშირი;
  4. მოსწავლეებს მიეცათ დავალება, რომელიც მოითხოვდა სტრატეგიული დაგეგმვის უნარს და ინფორმაციის ორგანიზებულად წარმოდგენას;
  5. ის ხელს შეუწყობს მოსწავლეებს ურთიერთთანამშრომლობისა და იდეების გაზიარების უნარის განვითარებაში.

მასწავლებელმა მოსწავლეებს, მიაწოდა დეტალური ინსტრუქციები, როგორ უნდა შეედგინათ გრაფიკები  და რომელი ფიზიკური სიდიდეები უნდა წარმოედგინათ.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეს აქტივობა ეფექტურად აერთიანებს ფიზიკის კონცეფციებსა და შემოქმედებით მიდგომას. მისი შესრულება ხელს უწყობს, მოსწავლეებში, გააზრებით სწავლებას და მოტივაციას. გარკვეული დეტალების დამატებითა და ინსტრუქციების დაზუსტებით, აქტივობა კიდევ უფრო საინტერესო და სასარგებლო აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ფიზიკისა და ინგლისური, გერმანული, რუსული, ფრანგული ენების გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა - მინიმალური ბარიერი და შეფასების სქემები ცნობილია

განათლება 2500 ლარი, სოფ. მეურნეობა, მეთევზეობა 3000 ლარი - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ღირებულება ცნობილია

გამოცდაზე რეგისტრაციის საფასური 100 ლარია - NAEC აპლიკანტებს აფრთხილებს

 

„1 წლამდე ბავშვის, ზღვაზე წაყვანა თქვენი არჩევანი არ უნდა იყოს“ - ოთხი მთავარი რეკომენდაცია ივანე ჩხაიძისგან

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება