| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემის საჯარო სკოლაში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ხარისხიან სწავლებასა და მოსწავლეთა საჭირო უნარებით აღჭურვას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, რაც მოსწავლეთა შესაძლებლობებზე აისახება.
22 დეკემბერს, საქართველოს უნივერსიტეტში ჩატარდა საქართველოს რეგიონის ვიზუალური პროგრამირების ოლიმპიადის - HOUR OF CODE 2024-ის ფინალური რაუნდი, რომელშიც მონაწილეობდნენ გრემის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეები: გოგა ბარბაქაძე, მარია მათიაშვილი და ბარბარე ხეჩიაშვილი.
აღნიშნულ ოლიმპიადაზე გოგა ბარბაქაძემ მოიპოვა ბრინჯაოს მედალი.
სკოლაში მოსწავლეთა აქტიურობა ახარებთ.
„მადლობა, მასწავლებელს ნატო ქიტესაშვილს, მადლობა ბატონ დავით ნოზეძეს და RoCo Academy-ს ამ ოლიმპიადის ორგანიზებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეთა ჩართულობას არაფორმალური განათლების პროექტებში ახალისებენ.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ