| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვლის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეების წახალისებას აკეთონ სიკეთე და თავიანთი ნიჭი და შესაძლებლობები სასარგებლო ინიციატივებს მოახმარონ.
ამჯერად, მასწავლებელ ფიქრია ლომიძის ორგანიზებით, სკოლის ხელმძღვანელობის თანადგომით და მოსწავლე ნატო დოლიაშვილის ინიციატივით გაიმართა: ნატო დოლიაშვილის ნახატების გამოფენა - გაყიდვა.
აღნიშნული საქველმოქმედო ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა ხაშურის N5 საჯარო სკოლის ორი მოსწავლის დახმარება, რომლებმაც ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიიღეს მძიმე დაზიანებები და სჭირდებათ საზოგადოების თანადგომა.
მოსწავლის ნამუშევრები მრავალფეროვანი და საინტერესო გახლდათ, მნახველთა დიდი მოწონებაც დაიმსახურა და რეალიზებაც წარმატებით მოხერხდა.
იხილეთ ვიდეო:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ