| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დანისპარაულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს.
მოსწავლეებმა მრავალფეროვანი სანახაობა მოაწყვეს, შემოდგომის სიუხვესა და მრავალფეროვნებას ლექსებითა და სიმღერებით შეასხეს ხოტბა, საშემოდგომო ნობათი გამოფინეს და ჩურჩხელებიც ამოავლეს.
დირექტორმა - ბადრი გელაძემ ღონისძიება დადებითად შეაფასა და მოსწავლეთა გულწრფელი ემოციებით თავადაც გაიხარა.
„ზღვა სიხარულითა და დატვირთული ემოციებით, გაბრწყინებული თვალებითა და უდიდესი მონდომებით, მოსწავლეთა და დაწყებითი კლასის აღმზრდელ-მასწავლებელთა აქტიური ხელმძღვანელობით გავაცილეთ ფერადი შემოდგომა.
გისურვებთ, რომ ყველა თქვენგანს მოგსწრებოდეთ მრავალი, მშვიდობიანი, ხალისიანი და ბარაქიანი შემოდგომა; ძვირფასო აღმზრდელებო! თქვენი ძალისხმევა არასოდეს მოჰკლებოდეთ ამ პატარა ვარსკვლავებს. მადლობა იმისათვის, რომ ყოველგვარი ძალისხმევით, ცდილობთ საამაყო თაობები აღზარდოთ და გააცილოთ ცხოვრების გზაზე!...“,- აღნიშნა დირექტორმა.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ