სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

English is Fun - სამთაწყაროს საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი ინგლისურენოვანი ღონისძიება  
04-12-2024
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას სახალისო და მრავალფეროვანი ღონისძიებებითა და აქტივობებით სწავლობენ. 

ახლახან, სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებელმა - ნინო გელაშვილმა გამართა ინგლისურენოვანი ღონისძიება - English is Fun, რომელშიც VIII, IX, X და XI კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

მოსწავლეები ორ გუნდად -  A და B ჯგუფებად დაიყვნენ და შეასრულეს სხვადასხვა შემეცნებითი და სახალისო დავალებები.

ღონისძიებას სკოლის პედაგოგები და დირექცია ესწრებოდნენ, რაც მეტად ემოციურს ხდიდა  მისი მნიშვნელობას.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიების უკეთ წარმართვაში ქალბატონ ნინოს მეგზურობას უწევდნენ ინგლისური ენის მასწავლებელი ფიქრია ბუჩუკური და ქართული ენის მასწავლებელი თამილა ნადირაშვილი.

ღონისძიების ძირითადი მიზანი იყო მოსწავლეთა თანამშრომლობითი უნარების განვითარება, მოტივაციის ამაღლება, სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნება და ჯანსაღი კონკურენციის წარმოშობა. მოტივაციის ამაღლების მიზნით, ღონისძიება ასევე ეხმარება მოსწავლეებს ითანამშრომლონ, გაუმჯობესდეს მათი ინგლისური ენის ცოდნა და შემოქმედებითი უნარები.

„ღონისძიების დასასრულს გამოვლინდა გამარჯვებული და მონაწილე ჯგუფები, მაგრამ მთავარი შედეგი იყო მოსწავლეთა გაზრდილი ინტერესისა და ენთუზიაზმის გამომჟღავნება. მათი მომზადება და აქტიურობა ცხადად აჩვენებდა, რომ ცოდნა და სწავლა არ უნდა იყოს ერთფეროვანი და დამღლელი, არამედ შემოქმედებითი და დასაბუთებული. მოსწავლეებმა დაინახეს, რომ ჯანსაღი კონკურენცია და ერთმანეთის დახმარება უზრუნველყოფს უკეთეს შედეგებს“,- გვეუბნება პედაგოგი და დასძენს, რომ ღონისძიების საბოლოო შედეგი იყო ის, რომ English is Fun-ის შედეგი არა მხოლოდ სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნება, არამედ სწავლის მიმართ მოსწავლეების განწყობის ცვლილება და ჯანსაღი კონკურენციის განვითარება. 

სკოლის დირექტორმა ეკატერინე ჩიტაურმა  და დირექტორის მოადგილე ელენე გრიგორიადისმა აღიარეს ღონისძიების წარმატება და მიულოცეს მონაწილეებსა და მასწავლებლებს. მათ ასევე აღნიშნეს, რომ მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს მოსწავლეთა პიროვნულ ზრდას და შემდგომი წარმატებების მიღწევას.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება