TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს ღიაობას, ინიციატივების დანერგვას, კრიტიკულ დისკუსიებს“ - ლია გულორდავა, ტალერის საჯარო სკოლის პედაგოგი
28-11-2024
-
+


ლია გულორდავა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერის საჯარო სკოლის პედაგოგია, რომელიც მოსწავლეებს ეფექტურ და პროდუქტიულ სასკოლო გარემოს სთავაზობს, ზრუნავს მათ მოტივაციაზე და რაც მთავარია, ხარისხიან განათლებაზე. მოწოდებულია აღზარდოს წიგნიერი თაობა და ამით თავისი წვლილი შეიტანოს დიად საქმეში. 

იხილეთ ბლიც-ინტერვიუ პედაგოგ ლია გულორდავასთან:

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- ღია სკოლას, ინიციატივების დანერგვას, კრიტიკულ დისკუსიებს, სადაც არ არსებობს კრიტიკის ამკრძალავი წესები. იდეების გენერირების ხელშემწყობ გარემოს, სადაც მოსწავლე ჩართულია სოციალური, ინტელექტუალური პროექტების განხორციელებაში. 

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- თანამშრომლობა, ურთიერთპატივისცემა, კეთილგანწყობა.  მზე, წყალი და პურია ყველა პრობლემის (სასწავლო თუ ურთიერთობის) მოგვარების გასაღები.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...

- ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით გამორჩეული ადამიანები. 

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- გუნდურობას, თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემას, კეთილგანწყობას, ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებას. 

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- სასურველი ხასიათით (განწყობით) შევაღო სკოლის, სამასწავლებლოს, კლასის კარი, რათა მათი მომლოდინე, მომღიმარი სახეები დამხვდეს. მეც ვცდილობ მათი იმედების გამართლებას. 

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ... 

- ერაზმუს როტერდამელი - „შესხმა სისულელისა“ უფროსკლასელებისთვის, არტურ კონან დოილის - „კრაზანა“, ჰარიეტ ბიჩერ სტოუს - „ბიძია თომას ქოხი“. 

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- მუსიკალური ოლიმპიადა - სოლისტი ვიყავი, ასევე სპექტაკლები - ერთ-ერთი მათგანი ჩემი დაწერილი სცენარით დაიდგა და ასევე მთავარი როლიც შევასრულე. 

მახარებდა კონფერენციები ბიოლოგიაში, მათემატიკაში, ისტორიაში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში. სპორტული შეჯიბრებები ხუთჭიდში: მარათონი, სიგრძეზე, სიმაღლეში ხტომა. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება