სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვიქტორ ჰოვსეფიანის პოეზიის დღესასწაული“ ეშტიის N1 საჯარო სკოლაში - მასშტაბური ღონისძიება რომელმაც ხუთი სკოლა გააერთიანა 
29-10-2024
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლაში მასშტაბური ლიტერატურული ღონისძიება მოეწყო. 

20 ოქტომბერს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიაში, სომეხი მწერლის, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრის, პედაგოგის, საზოგადო მოღვაწის - ვიქტორ ჰოვსეფიანის დაბადების 77 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები მონდომებით მონაწილეობდნენ.

„ვიქტორ ჰოვსეფიანის პოეზიის დღესასწაული“, როგორც სკოლაში გვიყვებიან, 27 წელია ტარდება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიაში.

ყოველწლიური ღონისძიება განსხვავებულია, წელს ღონისძიებაში ჩართული იყო ეშტიის თემი - ეშტიის N1, ეშტიის N2, თორიის, ყაურმის, უჩმანის სკოლები. ღონისძიებაზე საპატიო სტუმრები  იყვნენ მიწვეულები - ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები: ნინოწმინდის მერი ანივარდ მოსოიანი, საკრებულის თავმჯდომარე ვაან აროიანი, ნინოწმინდის კულტურის, სპორტის, ახალგაზდრდობის თავმჯდომარე ლევონ ვარდანიანი, ნინოწმინდის რესურსცენტრის უფროსი დავით ზედგინიძე და თანამშრომლები, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ჯავახეთის სასწავლო ცენტრების კოორდინატორი ელმირა ქსპოიანი, მუსიკალური სკოლის დირექტორი ვარდუი ფუთულიანი, სკოლების დირექტორები, მასწავლებლები, ადგილობრივი ქველმოქმედი გარიკ ზობიანი  და სხვები.

ღონისძიება ორ ნაწილისგან შედგებოდა - ლიტერატურული საღამო და ვიქტორინა. პირველ ნაწილში ბავშვებმა ქართულად და სომხურად წაიკითხეს ვიქტორ ჰოვსეფიანის ლექსები, სკოლის მოსწავლეებმა იმღერეს, ნინოწმინდის მუსიკალური სკოლის მასწავლებელმა - არაქსია მკრტჩიანმა, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ძალიან ლამაზად შეასრულა სიმღერები.

ღონისძიების მეორე ნაწილში მოსწავლეები ვიქტორინაში მონაწილეობდნენ. ვიქტორინის თემა მწერლის საბავშვო ნაწარმოებიდან იყო არჩეული.

„ყველამ წარჩინებით წარადგინა თავისი სკოლა“, - აღნიშნავენ სკოლაში.

​ღონისძიების ბოლოს ბავშვებს სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

სასკოლო საზოგადოებამ ნინოწმინდის ადგილობრივ თვითმმართველობას და ასევე მოსწავლეებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„გვსურს მადლობა გადავუხადოთ ნინოწმინდის ადგილობრივ თვითმმართველობას, ჰოვსეფიანის ოჯახის წევრებს, სკოლების ადმინისტრაციის წევრებს, მასწავლებლებს, ნინოწმინდის რესურსცენტრის უფროსს, თითოეულ მონაწილეს, მასპინძელი სკოლის - ეშტიის N1 საჯარო სკოლის ყველა თანამშრომელსა და მოსწავლეს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, თანადგომისა და მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას 22 ივნისიდან შეძლებთ - NAEC დეტალებზე

პედაგოგებს დავალებების სპეციფიკას გააცნობენ - შეხვედრის დეტალები

სპეცპედაგოგების საყურადღებოდ - მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

ყველა ცვლილება, რომელიც ზოგადი განათლების კანონში შედის 

საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტთა ჩარიცხვის ახალი წესი ცნობილია - რომელ აპილკანტებს ეხება ცვლილებები

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ სიმღერა, ცეკვა, თეატრალური ნომრები, შემოქმედებითი წარმოდგენები, ბავშვური გულწრფელობა და უსაზღვრო ენერგია

„ვულოცავთ გამარჯვებულებს დამსახურებულ წარმატებას“

საბაზო საფეხურის წარმატებით დასრლების აღსანიშნად სკოლაში საზეიმო ღონისძიება გაიმართ
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება