სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მეძიბნის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ 
15-10-2024
-
+


ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მეძიბნის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში ახალი, 2024-2025 სასწავლო წლის დაწყება საზეიმოდ აღინიშნა. მოსწავლე-მასწავლებლები დიდი შემართებით შეუდგნენ სასწავლო პროცესს.

სკოლის დირექტორმა - უშანგი დუმბაძემ საზეიმო შეხვედრა გახსნა. მან მიულოცა, როგორც მოსწავლეებს, ასევე მასწავლებლებს და მიწვეულ სტუმრებს სასწავლო წლის დაწყება. სკოლის ხელმძღვანელმა მათ უსურვა ბევრი წარმატება. მან ასევე, ისაუბრა სკოლის მნიშვნელობასა და მზაობაზე.

დირექტორმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა მოსწავლეებზე და აღნიშნა, რომ სასკოლო წლები თითოეული  ადამიანისათვის შთამბეჭდავი და დაუვიწყარია.

„ვინც არ უნდა იყოთ, საბოლოოდ და საითაც უნდა წაგიყვანოთ ცხოვრების ტალღამ, მერწმუნეთ, ყოველთვის თბილად და ტკბილად გაგახსენდებათ სკოლის კედლებში გატარებული წლები. გახსოვდეთ, რომ თქვენი შემდგომი ბედი თქვენს ხელშია. გამოიყენეთ ეს დრო. სკოლაში მიღებული ცოდნით ძლიერი ფუნდამენტი ჩადეთ თქვენს ცხოვრებაში მომავალი წარმატებებისთვის. ისწავლეთ, არა უბრალოდ კარგად, არამედ საუკეთესოდ! გახსოვდეთ, შრომა არ იკარგება! უფალი დაგაჯილდოებთ თავდაუზოგავი შრომისათვის. თქვენ ეს შეგიძლიათ! ყველაფერი გამოგივათ! დაე, სკოლაში გატარებულმა დღეებმა ნათელი კვალი დატოვოს თქვენს გულებში. დაე, აქ მიღებული ცოდნით შეიარაღებულებს ყველაზე ურთულეს მომენტებშიც კი ყველა დაბრკოლება ადვილად გადაგელახოთ“, - აღნიშნა ხელმძღვანელმა.

შემდეგ დირექტორმა სიტყვა გადასცა სკოლის მოსწავლეებს. მოხსენების შემდეგ სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები.

ღონისძიების ბოლოს მოსწავლეები დირექტორმა გასული სასწავლო წლის წარმატებული დასრულებისათვის სიგელები გადასცა, აგრეთვე მადლობის სიგელით დაჯილდოვდა სკოლის ყოფილი დირექტორი სერგო დუმბაძე.

ღონისძიება იყო ინფორმაციული, საინტერესო და ასევე ძალიან სახალისო.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„შემოგვაქვს სმარტ-კლასები“... - ახალი სასწავლო წლის ცვლილებებზე მინისტრის განმარტებები

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება