| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს ცხოველების სიყვარულს უნერგავენ.
ამას ადასტურებს ისიც, რომ სკოლაში ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად აღინიშნა - ამ დღეს, აქციით შეუერთდა წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექცია, ეკოკლუბი და მოსწავლეთა თვითმმართველობა.
მათ კიდევ ერთხელ გააცნობიერეს, რომ ადამიანებმა უნდა იზრუნონ ცხოველებზე და ისინი უნდა უყვარდეთ.
„ცხოველთა დაცვის დღე მოწოდებულია იმ პასუხისმგებლობის შეხსენებაზე, რომელიც უნდა აიღონ ადამიანებმა ცხოველთა მიმართ და უზრუნველყოს მათი დაცვა და გადარჩენა. ამ კუთხით არსებული პრობლემების მოგვარების ერთ-ერთი ქმედითი გზა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა და ამ მიმართულებით გატარებულ აქტივობებს, როგორიცაა ცხოველთა დაცვის დღის აღნიშვნა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება“, - აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ 1986 წელს ევროპის საბჭომ ექსპერიმენტებში მონაწილე ცხოველების დაცვის კონვენცია მიიღო. ხოლო 1987 წელს – კონვენცია შინაურ ცხოველთა დაცვის შესახებ.
ამ დღის მიზანი ცხოველების უფლებების დასაცავად ადამიანების ძალისხმევის გაერთიანებაა. საქართველოში თარიღი პირველად 2009 წელს აღინიშნა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
სურსათის ყველა - 694 ნიმუშის კვლევის შედეგია ცნობილი
თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს
მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას
„გვჯერა, მაღალი აკადემიური თუ აღზრდითი შედეგების მიღწევა მხოლოდ მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობითაა შესაძლებელი“