სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილ კვირეულს წალენჯიხის N4 საჯარო სკოლის მეათეკლასელები საინტერესო აქტივობებით შეუერთდნენ  
07-10-2024
-
+


ვახტანგ კვარაცხელიას სახელობის ქალაქ წალენჯიხის N4 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილ კამპანიაში საინტერესო ინიციატივით ჩაერთნენ. 

ამ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა ნახეს ფილმი - „თავისუფლების მწერლები“, სადაც  განხილულია მრავალი მნიშვნელოვანი თემა, მათ შორის: რასობრივი და ეთნიკური დაძაბულობა სკოლებში, განათლების როლი სოციალური ბარიერების დაძლევაში, მასწავლებლის გავლენა მოსწავლეების ცხოვრებაზე, პიროვნული ზრდა და თვითაღმოჩენა, წერის თერაპიული ძალა, ტოლერანტობისა და ურთიერთგაგების მნიშვნელობა, სოციო-ეკონომიკური უთანასწორობის გავლენა განათლებაზე, თემის და კუთვნილების მნიშვნელობა ახალგაზრდებისთვის, ასევე სტერეოტიპების დაძლევა და ინდივიდუალურობის დაფასება.

მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ეს თემები ერთად ქმნის ფილმის მრავალშრიან ნარატივს, რომელიც მაყურებელს აფიქრებს საზოგადოებრივ პრობლემებზე და პიროვნულ განვითარებაზე.

აღსანიშნავია, რომ ფილმის ყურების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელში მონაწილეობაც თითოეული მოსწავლისთვის საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. აღნიშნული აქტივობით მოსწავლეებმა კიდევ ერთხეულ გაუსვეს ხაზი მასწავლებლის როლს ადამიანის ცხოვრებაში. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება