სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„რწმენის, წარმატებების ახალ 2024-2025 სასწავლო წელს გისურვებთ ყველას“ - ბანოჯის საჯარო სკოლის დირექტორი მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს
16-09-2024
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლაში 16 სექტემბერს დიდი ზეიმი გაიმართა. ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლე-მასწავლებლებისთვის დაუვიწყარი და ძალიან ემოციური აღმოჩნდა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მათი დევიზია - „ყველა ბავშვს შეუძლია სწავლა“. სკოლაში კარგად იციან, რომ მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის სწავლის შეყვარება და მათი ინდივიდუალურობის შენარჩუნება. 

„დიახ, ბავშვებს ვღებულობთ ისეთს, როგორებიც არიან, არ ვცდილობთ დავამსგავსოთ ვინმეს. შევიყვარებთ და ვამაყობთ, რადგან, თითოეულ ბავშვს აქვს განვითარების საკუთარი, ინდივიდუალური შესაძლებლობა და ვერასოდეს დაემსგავსება სხვას.

ბავშვებთან ურთიერთობა სასიამოვნოა და მათგან უამრავი რამის სწავლა შეიძლება,ცოდნის განმტკიცება და საკუთარი თავის რწმენა“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სწორედ ამიტომ, სკოლაში ყოველი დღე დღესასწაულია. გამონაკლისი 16 სექტემბერიც არ ყოფილა. ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლა საზეიმოდ - ბუშტებითა და ლამაზი დეკორაციებით მოირთო. 

სკოლის დირექტორი ნინო წილოსანი თითოეულ მოსწავლეს ულოცავს სასწავლო წლის დაწყებას და მათ წარმატებებს უსურვებს.

„რწმენის, წარმატებების და სხვადასხვა მიღწევების ახალ 2024-2025 სასწავლო წელს გისურვებთ ყველას! ყველას! ყველას! სრულიად საგანმანათლებლო სივრცეს მეგობრებს კოლეგებს, მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს

ზეიმობს სრულიად საქართველოს  ყველა სკოლა. ეს დღე ახალი იმედების, წარმატებებისა თუ  გამოწვევების დასაწყისია“, - აღნიშნავს სკოლის დირექტორი ნინო წილოსანი

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება