სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვიწყებთ, მეოთხესკოლელებო! მშობლიური სკოლა გელოდებათ!“ - ხონის N4 საჯარო სკოლის დირექტორის ნაილი ცუხიშვილი ემოციური გზავნილი სასკოლო საზოგადოებას 
16-09-2024
-
+


დიდი ზარ-ზეიმითა და ჟრიამულით დაიწყო ახალი სასწავლო წელი ქვეყნის მასშტაბით - ინტერესით თვალებგაფართოებული პირველკლასელები, ერთმანეთს მონატრებული მოსწავლეები და მომღიმარი პედაგოგები - ასეთი იყო, 2024-2025 სასწავლო წლის პირველი დღე ხონის N4 საჯარო სკოლაში. 

16 სექტემბრის ჟრიამულამდე, სკოლის დირექტორმა ნაილი ცუხიშვილმა სასკოლო საზოგადოების განწყობაზე წინა დღით იზრუნა და მოსწავლეებსა და პედაგოგებს ემოციურად მიმართვა, ბედნიერი სასწავლო წელი უსურვა და თბილ შეხვედრას შეჰპირდა. 

„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას ყველას – მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს. გისურვებთ, რომ ეს წელი ყოფილიყოს მშვიდობიანი და წარმატებების მომტანი თითოეული ჩვენგანისთვის. განსაკუთრებით ვეფერებით და ვულოცავთ სასწავლო წლის დაწყებას ჩვენს პირველკლასელებს,  რომლებიც ხვალ პირველად ჩვენი სკოლის კარს შემოაღებენ, რათა სრულყოფილი ცოდნა სწორედ აქ მიიღონ. ამ ცოდნით კი, როცა დაფრთიანდებიან, ჩვენს ქვეყანას ემსახურონ და ღირსეული მამულიშვილობა გაუწიონ სამშობლოს.

მაშ ასე, ხვალ ვიწყებთ მეოთხესკოლელებო! მშობლიური სკოლა გელოდებათ!“, - ამბობს სკოლის დირექტორი ნაილი ცუხიშვილი. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება