| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჯამბულ წურწუმიას სახელობის ქალაქ თბილისის N94 საჯარო სკოლაში ღია კარის დღე მოეწყო, სკოლის ადმინისტრაციამ და პედაგოგებმა, პირველკლასელებს უმასპინძლეს, პატარებმა კი, წიგნიერების სამყაროში პირველად შეაღეს კარი.
საზეიმოდ მორთულ საკლასო ოთახებში, მომღიმარი პედაგოგები მეგზურობას უწევდნენ ინტერესით თვალებგაფართოებულ პირველკლასელებს და აცნობდნენ სასკოლო სივრცეს.
პირველკლასელები მშობლებთან ერთად გაეცნენ დამრიგებელს, ისაუბრეს სკოლის შიდარეგულაციებზე, დაათვალიერეს საბიბლიოთეკო სივრცე, სპორტული დარბაზი, კვების ობიექტი, მედპუნქტი და სრულად სკოლის შენობა.
სკოლაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ეთმობა მოსწავლეებისთვის ისეთი გარემოსა და ატმოსფეროს შექმნას, რომ მათთვის სკოლა სასიამოვნო სივრცედ იქცეს.
იხილეთ ვიდეო:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ