| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის გიმნაზია, საზაფხულო არდადეგებზე, სისტემატიურად აგზავნის რეიტინგულ მოსწავლეებს სხვადასხვა ახალგაზრდულ ბანაკებში.
საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ „ლაზარეს“ მხარდაჭერით, ამჯერად რეიტინგული მოსწავლეების ერთი ჯგუფი, გაცვლითი პროგრამის, სამშვიდობო პროექტის - „ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“ - ფარგლებში, სომხეთში გაემგზავრნენ.
პროექტში მონაწილეობენ:
გიგა ხაღულაშვილი (XII კლასი);
მარიამ ლაზიშვილი (XII კლასი);
ნატალია ცხოვრებაძე (XII კლასი);
ეკატერინე გორგაძე (XI კლასი);
ანი ბერიძე (XI კლასი).
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, სამშვიდობო პროექტის მთავარ მიზანს ახალგაზრდებს შორის კულტურათა ურთთიერთგაცვლა, კონფლიქტების მართვის უნარების გაცნობა, ტოლერანტობისა და მეგობრობის გაღვივება წარმოადგენს.
„პროექტი 15 წელზე მეტია ხორციელდება და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სამხრეთ კავკასიაში ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებაში. ხდება კულტურათა გაცვლა, უტარდებათ უამრავი საინტერესო სემინარი. ერთად გატარებული დღეების მერე ახალგაზრდები აგრძელებენ მეგობრობას, რაც წინაპირობაა შემდგომში მშვიდობიანი თანაცხოვრებისათვის“,- დასძენენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას