სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„წარმატებულმა სკოლამ უნდა აღზარდოს კონკურენტუნარიანი მოქალაქე“ - ტარიელ მიქელაძე, ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი
11-07-2024
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი ტარიელ მიქელაძე მოსწავლეებისთვის ხარისხიან განათლებას უზრუნველყოფს და მათ მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია სკოლამ აღზარდოს წარმატებული, კონკურენტუნარიანი მოქალაქე. ახალგაზრდებს ურჩევს მიზნისკენ სწრაფვა არასდროს შეწყვიტონ, თავად კი მათ ეხმარება შესაძლებლობების გამოვლენასა და რეალიზებაში.

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი ტარიელ მიქელაძე პასუხობს. 

- სკოლის წარმატება ნიშნავს...

- მოსწავლე-მასწავლებელთა ინტერესებზე მორგებულ, უსაფრთხო სასკოლო გარემოს, სადაც სუფევს ურთიერთპატივისცემა, სიყვარული და ერთმანეთზე მზრუნველობა. წარმატებული სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს ხარისხიან განათლებას და მათ მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავს.

სკოლამ უნდა აღზარდოს თაობა, რომელიც გამოწვევებით სავსე თანამედროვე სამყაროში იქნება კონკურენტუნარიანი, შეძლებს შესაძლებლობების რეალიზებას და წარმატების მიღწევას.

- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...

- არ შეწყვიტო განვითარება, თუ გინდა წარმატებას მიაღწიო. ერთხელ ბაბუაჩემმა მითხრა, გახსოვდეს ბაბუ, სოფლის შენებას დიდი გული და სიყვარული უნდაო.

- აბიტურიენტებს ვურჩევდი...

- აირჩიონ სასურველი პროფესია, მიზნისკენ სწრაფვა არასდროს შეწყვიტონ და გახდებიან წარმატებულნი. 

- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია... 

- მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი საგანმანათლებლო პროექტებში. ხარისხიანი ცოდნა და წიგნიერება მათ საზოგადოებაში ღირსეული ადგილის დამკვიდრებაში დაეხმარება. ასევე, ვფიქრობ მნიშვნელოვანია პატრიოტიზმი, ზომიერება, და, რაც მთავარია, მეტი სიყვარული.

- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...

- იცნობდე მის შინაგან სამყაროს, დაეხმარო შესაძლებლობების გამოვლენასა და რეალიზებაში.

- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში...

- წაიკითხონ ნებისმიერი წიგნი მათი ინტერესებიდან გამომდინარე, ისტორიულიდან ვირჩევდი - „დათა თუთაშხიას“. 

- საკუთარ თავს ვუსურვებდი...

- პირველ რიგში გაერთიანებულ და მშვიდობიან საქართველოში ცხოვრებას, ასევე წარმატებას პროფესიულ საქმიანობასა და პირად ცხოვრებაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

„ჩვენი სკოლის უსაყვარლესი პირველკლასელები სიხარულით შეუერთდნენ ამ პროგრამას“

სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე დაწყებითი კლასებიდანვე ზრუნავენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება