სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გარემოს დაცვის დღეს საინტერესო პროექტი მიუძღვნეს
12-06-2024
-
+


ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლაში პასუხისმგებლიანი მოქალაქეები იზრდებიან, რომლებიც გარემოს დაცვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ. მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე კი პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ. 

ახლახან სკოლაში გარემოს დაცვის დღე აღინიშნა. 

1972 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ გამოაცხადა. ამ დღეს სტოკჰოლმში გაიხსნა გაეროს კონფერენცია, რომელიც ადამიანის საარსებო გარემოს პრობლემების განხილვას მიეძღვნა.

გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარებისათვის ხელშეწყობას და გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, თუ ყოველივე ზემოაღნიშნულს მოსწავლე შეგნებულად სწავლობს და აცნობიერებს, ეს იმას ნიშნავს, საზოგადოებაც უფრო ჯანსაღი იქნება. 

მე-5 კლასის (დამრიგებელი ნანა ბენდელიანი) მოსწავლეებმა, ბუნებისმეტყველების მასწავლებელ ხათუნა ყვავაძის ხელმძღვანელობით, გარემოს დაცვის დღეს მიუძღვნეს პროექტი. 

მოსწავლეები შემდეგ ჯგუფებად იყვნენ დაყოფილნი: მცენარის აგებულება, სამკურნალო მცენარეები, უნიკალური მცენარეები, გადაშენებული მცენარეები, მტაცებელი მცენარეები.

მონაწილეებმა საინტერესოდ ისაუბრეს თემატიკის მიხედვით და აუდიტორიას წარუდგინეს ვიდეორესურსი.

პროექტის წარმომდგენ მოსწავლეებსა და მასწავლებელს მადლობა გადაუხადეს დირექტორის მოადგილე ლია კუხიანიძემ და ქიმიის მასწავლებელმა ნინო ქორიძემ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დაიწყო - ინსტრუქცია და რეკომენდაციები 

მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტი დამტკიცდა - ვალდებულებები, მოთხოვნები, ცვლილებები

ბაღებში სააღმზრდელო წელი 21 სექტემბერს დაიწყება - ინფორმაცია სოციალურ ქსელში რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებამ გამოაქვეყნა

შარშან ადმინისტრაციას 10-ის ნაცვლად 20 პროცენტით გაეზარდა ანაზღაურება და მომდევნო წლის ბიუჯეტიც მზარდია

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება