სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა ოთხი საინტერესო, დასამახსოვრებელი და ფერადი წელი ღონისძიებით დააგვირგვინეს
12-06-2024
-
+


ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა წარმატებული ოთხი წელი შთამბეჭდავი ღონისძიებით დააგვირგვინეს. 

წელს, მოსწავლეები პირველ მასწავლებელს ემშვიდობებიან, ამიტომ ღონისძიება მეტად ემოციური და ამაღელვებელი იყო მათთვის. 

„ერთ წიგნს, ერთ კალამს და ერთ მასწავლებელს შეუძლია შეცვალოს სამყარო. დაწყებითი საფეხურის ოთხი საინტერესო, დასამახსოვრებელი და ფერადი წელი მნიშვნელოვან კვალს ტოვებს მოსწავლეთა ცნობიერებაში, თუმცა მოსწავლეობის ამ ეტაპის დასრულებას ყველა ერთნაირი სევდანარევი სიხარულით ხვდება, რადგან პირველი მასწავლებლისგან დაფრთიანებული ცოდნის მწვერვალების დასაპყრობად სწავლების ზედა საფეხურებისთვის გზას იკვლევენ“,- გვეუბნებიან ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში, სადაც IVე კლასის მოსწავლეებმა პირველ მასწავლებელთან დამშვიდობება ნამდვილ ცოდნის ზეიმად აქციეს.

სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ სულხან-საბა ორბელიანის გაცოცხლებული პერსონაჟები. დახვეწილი მეტყველება და სასცენო პლასტიკა განსაკუთრებულ ხიბლს მატებდა პატარა მსახიობების მიერ შექმნილ სახეებს.

„გზას დაგილოცავთ ცოდნის მწვერვალებისკენ!“ - ამაღელვებელი იყო პირველი მასწავლებლის - მარინე აფხაიძის მოსწავლეებისადმი მიძღვნილი სამადლობელი სიტყვა.

იყო ოვაციები, დაუვიწყარი ემოციები, ცრემლიც, ღიმილიც, ვარდებიც და რაც მთავარია, იყო იმედი, რომ ეს მოჭიკჭიკე თვალმერცხალა გოგო-ბიჭები მომავლის საქართველოს ღირსეული შვილები იქნებიან.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დაიწყო - ინსტრუქცია და რეკომენდაციები 

მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტი დამტკიცდა - ვალდებულებები, მოთხოვნები, ცვლილებები

ბაღებში სააღმზრდელო წელი 21 სექტემბერს დაიწყება - ინფორმაცია სოციალურ ქსელში რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებამ გამოაქვეყნა

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება