სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თხილნარის N2 სკოლაში სასკოლო კლუბის - „ვისწავლოთ ქსოვა, ქარგვა, გობელენი“, დასკვნითი შეხვედრა ხელნაკეთი ნივთების გამოფენით დასრულდა
12-06-2024
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის მანძილზე წარმატებით მუშაობდა სასკოლო კლუბი - „ვისწავლოთ ქსოვა, ქარგვა, გობელენი“, რომელში ჩართული მოსწავლეებიც შემოქმედებით ხელსაქმეს ხალისით ეუფლებოდნენ. 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ქვეპროგრამის - „კონკურსები და ოლიმპიადების“ ფარგლებში გათვალისწინებული 2023 წლის გამარჯვებული სასკოლო კლუბის - „ვისწავლოთ ქსოვა, ქარგვა, გობელენი“ დასკვნითი შეხვედრა კი ხელნაკეთი ნივთების გამოფენით დასრულდა.

2023-2024 სასწავლო წლის განმავლობაში კლუბის წევრები სწავლობდნენ ქსოვის, ქარგვის გობელენის ტექნიკას და ქმნიდნენ სხვადასხვა ფორმის ესკიზებს.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, განხორციელებული აქტივობების მიზანი იყო მოსწავლეებში სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნება. გაიზარდა მოსწავლეთა ჩართულობა შემოქმედებით აქტივობაში. კლუბის მუშაობამ ხელი შეუწყო მოსწავლეების სოციალურ და ფსიქოლოგიურ განვითარებას. აქტივობებში მეტი ხალისით და ენთუზიაზმით ჩაერთნენ არა მარტო სკოლის მოსწავლეები, არამედ მშობლებიც.

„მადლობა, თხილნარის N2 საჯარო სკოლის სახელით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, რათა მოგვცა საშუალება წვლილი შეგვეტანა მივიწყებული არამატერიალური კულტურის გაღვიძებაში ჩვენს პატარა სოფელში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ზედა ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ შენობაში ისწავლიან 

„დაე, ახალი სასწავლო წელი თითოეული თქვენგანისთვის წარმატებული, ნაყოფიერი და განსაკუთრებული ყოფილიყოს“
 
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება