სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სამღერეთის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეთა ემოციური და შთამბეჭდავი შემაჯამაბელი ღონისძიება 
12-06-2024
-
+


თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთის საჯარო სკოლაში დიდი დღესასწაული იყო. სკოლაში მე-4 კლასის მოსწავლეთა შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ წელს მე-4 კლასელები პირველ პედაგოგს ემშვიდობებიან. სწორედ ამიტომ, ეს ღონისძიება ძალიან ემოციური და შთამბეჭდავი იყო.

„ვემშვიდობებით ოთხ წელს.ვეგებებით მომავალ სასწავლო წელს ახალი იდეებით“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, ცოდნა და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს. ბავშვებმა ასევე პირველ პედაგოგს მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.

სკოლაში მოსწავლეებს მომდევნო კლასებში წარმატებებს უსურვებენ.

„ვულოცავთ ბავშვებს „დედა ენის“ წარმატებით შესწავლას და წარმატებებს ვუსურვებთ ახალ საფეხურზე.

ეს ის თაობაა, რომელიც სკოლისა და ქვეყნის მყარი საფუძველია, რომელიც ღირსეულად წარდგება ცხოვრების ყველა ეტაპზე.

გვიყვარხართ და გვეამაყებით“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ზედა ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ შენობაში ისწავლიან 

„დაე, ახალი სასწავლო წელი თითოეული თქვენგანისთვის წარმატებული, ნაყოფიერი და განსაკუთრებული ყოფილიყოს“
 
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება