სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გამოღმა არგვეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება შემაჯამებელი ღონისძიებით აღნიშნეს 
10-06-2024
-
+


საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გამოღმა არგვეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამის დასტურია ისიც, რომ პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან ღონისძიებებსა და აქტივობებს სთავაზობენ.

მათ შორის იყო I კლასელთა შთამბეჭდავი და ემოციური ღონისძიება, რომლითაც მათ ანბანი „გააცილეს“ და I კლასის დასრულება აღნიშნეს.

ღონისძიების ხელმძღვანელი პედაგოგი ლალი ჩინჩალაძე გახლდათ.

ღონისძიებაზე, პირველკლასელებმა იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებიდან ინსცენირება წარადგინეს, სადაც წარმოაჩინეს მეფე ფარნავაზის წვლილი ქართული ანბანის შექმნის საქმეში.

მათ ასევე, მოკლედ მიმოიხილეს ქართული ენის განვითარება დღემდე, სიმღერებითა და ლექსებით „მიეფერნენ“ ქართულ ანბანს. ღონისძიებაში ასევე, აქტიურად ჩაერთნენ მშობლები.

ღონისძიების დასასრულს სკოლის დირექტორმა - ნანა სამხარაძემ მოსწავლეებს პირველი კლასის წარმატებით დასრულებისათვის სამახსოვრო დიპლომები გადასცა.

ეს დღე ემოციური და შთამბეჭდავი იყო თითოეული მოსწავლისთვის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება