სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხონის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდის წარმატება საგანმანათლებლო კონკურსში 
10-06-2024
-
+


აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლის მიზანდასახული, მოტივირებული და ნიჭიერი მოსწავლეები გამოწვევებს არ უშინდებიან და სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ აქტივობაში ერთვებიან. 

მათ შორის, ისინი ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტში მონაწილეობდნენ, რომელიც ჩვენი ქვეყნის 1918-1921 წლების ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესებას ემსახურება და ინტელექტუალური თამაშის -  „რა, სად, როდის?" პრინციპით ტარდება.

სკოლის გუნდის წევრები იყვნენ მოსწავლეები: მარიამ წულაია (კაპიტანი), ლიკა მანჯგალაძე, ნინი ჩიხლაძე, ჯემალ ციცხვაია და ვიტელი წულაია. როგორც სკოლაში გვიყვებიან, გუნდმა ყველაზე რთულ კითხვებს უმოკლეს დროში გასცა სწორი პასუხები და წამყვანის - გიორგი მოსიძის მოწონება და შექება დაიმსახურა.

გუნის წევრებს, პროექტის ფინალში აქტიური მონაწილეობისათვის, გადაეცათ სერტიფიკატები.

აღსანიშნავია, რომ ორი წელია, რაც ხონის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები აღნიშნული პროექტის რესპუბლიკურ ფინალურ ტურში წარმატებით მონაწილეობენ.  გუნდს ისტორიის მასწავლებელი მადონა კუპრაშვილი-გოფოძე ხელმძღვანელობს. გასულ წელს, გუნდი ფინალში მოხვდა, საუკეთესო ათეულში შევიდა და რეიტინგით მე-7 ადგილი დაიკავა.

მიმდინარე წელს ფინალური თამაში 27 მაისს სასტუმრო „ბოლტლორ თბილისში" გაიმართა, რომელშიც 250 სკოლიდან 40 საჯარო და კერძო სკოლის გუნდი მოხვდა.

„იმერეთის რეგიონს მხოლოდ ორი გუნდი წარმოადგენდა, ერთ-ერთი ხონის N2 საჯარო სკოლის გუნდი იყო. მადლობა მადონა მასწავლებელს, გუნდის თითოეულ წევრს, სკოლა ამაყობს თქვენით“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება