| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

კერძო სკოლა „ანაბასისში“, მოსწავლეებს პატრიოტული სულისკვეთებით ზრდიან, მათ სამშობლოსადმი სიყვარულს უღვივებენ და განსაკუთრებულად აღნიშნავენ ეროვნულ დღესასწაულებს.
ცხადია, გამონაკლისი არც საქართველოს დამოუკიდებლობის დღე გახლდათ, რომელთან დაკავშირებითაც სკოლაში პატრიოტული ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიებაში დიდი სურვილითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ, სხვადასხვა კლასის წარმომადგენლები, მათ გაიხსენეს ჩვენი ქვეყნის წარსული, პატრიოტი ქართველები, რომლებიც ბრძოლითა და თავგანწირვით მოდიოდნენ წარსულიდან აწმყოსაკენ და ეწირებოდნენ ქვეყნის თავისუფლებას. ისიც აღნიშნეს, რომ გმირებმა სისხლის ფასად მოიტანეს ქვეყანა დღევანდელობამდე, ამიტომ აღნიშნული ღონისძიებით ახალგაზრდებმა პატივი მიაგეს მათ ხსოვნას და უფრო მეტად გაითავისეს ის პასუხისმგებლობა, რაც აკისრია თითოეულ მათგანს საკუთარი ქვეყნის წინაშე.
„იყო მომავალი ამ 106 წლიანი დამოუკიდებლობისა, სიამაყეცაა და ვალდებულებაც. ისტორია უნდა იქცეს მასწავლებლად ჩვენი და მომდევნო თაობებისთვის“, - ეს გახლდათ მოსწავლეთა გზავნილი და ის მისწრაფება თავისუფლებისკენ, რომელიც ქართველ ხალხს ოდითგანვე მოსდევს და რომლის შენარჩუნებისთვის ბრძოლა ჯერაც არ შეუწყვეტია.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს
ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს
სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ