სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N16 სკოლის მოსწავლე-მასწავლებელი საინტერესო ლიტერატურულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
03-06-2024
-
+


ქუთაისის N16 საჯარო სკოლას აქტიური სასკოლო საზოგადოება ჰყავს, რომლებიც არაერთ აქტივობაში ერთვებიან. 

ავსტრიის საელჩოს და თბილისის ავსტრიული ბიბლიოთეკის მიერ ჩატარდა მესამე „ავსტრიული ლიტერატურული შაბათ-კვირა“, რომელსაც წელს ახალციხის სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. მასში მონაწილეობის მისაღებად კი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნვერსიტეტმა წელს ქუთაისის N16 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ბარბარე გიგაშვილი და ამავე სკოლის გერმანული ენის მასწავლებელი თამარ ჩიხლაზე-გიგაშვილი შეარჩია. 

პრეზენტაციისთვის შეირჩა ებრაული წარმოშობის ავსტრიელი მწერლის - იოზეფ როთის რომანი „რადეცკის მარში“. ღონისძიებას უშუალოდ ხელმძღვანელობდა ავსტრიის ელჩი - თომას მიულმანი და თბილისის ავსტრიული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი - მზია გალდავაძე. მონაწილეებმა, ბარბარე გიგაშვილმა და პედაგოგმა თამარ ჩიხლაძე-გიგაშვილმა სერტიფიკატები დაიმსახურეს, ხოლო სკოლას, ავსტრიული ბიბლიოთეკის მიერ ავსტრიული კუთხისათვის საჩუქრად ლიტერატურა გადაეცა. 

აღსანიშნავია, რომ წლევანდელი ღონისძიების თემა იყო - „ებრაული მემკვიდრეობა ავსტრიულ ლიტერატურაში“, რაც გულისხმობს, რომ შეიძლებოდა შერჩეული ყოფილიყო:

1. ნაწარმოები/წიგნი, რომლის მთავარი თემაა ებრაულ კულტურასთან/ებრაელი ხალხის ისტორიასთან დაკავშირებული რომელიმე საკითხი. წიგნის ავტორი უნდა იყოს ავსტრიელი მწერალი (არ არის აუცილებელი იყოს ებრაული წარმოშობის);

2. ნაწარმოები/ წიგნი, რომელიც ეკუთვნის ებრაული წარმოშობის ავსტრიელ მწერალს. წიგნის თემა შეიძლება იყოს ნებისმიერი;

გამომსვლელისთვის გათვალისწინებული იყო არაუმეტეს 15 წუთისა, რაც გულისხმობდა შემდეგს:

ა) წარმოადგენდა 6-8 წთ-იან პრეზენტაციას შერჩეული წიგნისა და მისი ავტორის შესახებ გერმანულ ენაზე (Power-Point ან სხვ. მისთვის სასურველი ფორმატით);

ბ) წაიკითხავდა ფრაგმენტს აღნიშნული წიგნიდან და უპასუხებდა დასმულ კითხვებს. 

ავსტრიის საელჩოს, თბილისის ავსტრიული ბიბლიოთეკის და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ მოეწყო გამოფენა: მწერლობა ომის წინააღმდეგ—ინგებორგ ბახმანი, 1926-1973. ასევე ავსტრიის საელჩომ საქართველოში, თბილისის ავსტრიულმა ბიბლიოთეკამ და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მოაწყო მონაწილეებისთვის იოაჰიმ ჰაუფთის ფილმის ჩვენება: კარლ ჯერასი - ჩემი ცხოვრება.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სასკოლო ფორმას სხვას ვერ შეაკერინებთ - „მშობელი ვალდებულია სახელმწიფოსგან იყიდოს“

უქმდება სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამა - ეხებათ თუ არა ცვლილება მოქმედ სტუდენტებს

სპეცმასწავლებლებლების საყურადღებოდ - მთავარი ცვლილებები სტანდარტსა და კადრების გადამზადებას შეეხება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება