| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
თარიღთან დაკავშირებით, სკოლაში სპორტულ-გასართობი ღონისძიება „მხიარული სტარტები“ გაიმართა. ღონისძიებას სპორტის მასწავლებლები - ჰოვსეფ სეხლიანი, მკრტიჩ ლოქიანი, ჰაიკ მალხასიანი და აშოტ მკრტჩიანი ხელმძღვანელებდნენ.
თამაშში მე-6 - მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ისინი შემდეგ ოთხ გუნდად გადანაწილდნენ - „ლადანივა“, „ბელარუს“, „მეგალადონ“ და „სამართლიანი მონადირეები“. თითოეულ გუნდს ჰყავდა თავისი ლიდერი. მოსწავლეებმა ლოზუნგებიც შეიმუშავეს.
ძალიან სახალისო და მხიარულ თამაშებში გუნდმა „ბელარუსმა“ გაიმარჯვა. ჟიურის წევრებისა და სკოლის დირექტორის თანხმობით, გამარჯვებულებს სიგელები და მედლები გადაეცათ.
„ბავშვებმა ძალიან იმხიარულეს და შთამბეჭდავი გახადეს ეს დღე. მათ მადლობა გადაუხადეს მასწავლებლებს ასეთი სახალისო და დაუვიწყარი დღისათვის“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს
ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს
პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ