სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საზეიმო „ბოლო ზარი“ და ემოციების ზღვა სიღნაღის საჯარო სკოლაში 
27-05-2024
-
+


ავლიპე ზურაბიშვილის სახელობის სიღნაღის საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა საზეიმოდ გააცილა, მეთორმეტე კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაუვიწყარი და ემოციებით სავსე იყო.

12-წლიან სასკოლო ცხოვრებასთან გამომშვიდობებას ცრემლების გარეშე არ ჩაუვლია, ვინ სიხარულის გამო ტიროდა და ვინ სკოლას ვერ ელეოდა - დღე, რომელიც დაუვიწყარი გახდა მათ ცხოვრებაში და დღე, რომლითაც ცხოვრების მნიშვნელოვანი ფურცელი ჩაიხურა. 

კურსდამთავრებულების თეთრი პერანგები სასკოლო საზოგადოების საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო წარწერებით შეიმკო. ახალგაზრდებს საყვარელმა პედაგოგებმა ცხოვრების ახალ ეტაპზე გზა დაულოცეს და წინსვლა უსურვეს. 

„გვინდა, გისურვოთ ძიებით, აღმოჩენებით სავსე ცხოვრება; თვითრეალიზების გზაზე ღირსეულად სწავლა და შრომა! გვჯერა, კიდევ ბევრჯერ გვასახელებთ, თქვენ ხომ კრეატიულობით, მიზანდასახულობითა და გონიერებით გამორჩეული თაობის ნაწილი ხართ. სიყვარული, სიკეთე, სამყაროსა და საკუთარი თავის შემეცნებისკენ სწრაფვა იყოს თქვენი მეგზური ცხოვრებში“, - ამ სიტყვების ფონზე გააცილეს სკოლიდან კურსდამთავრებულები. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება