| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებითაა დატვირთული. თვითმმართველობის წევრების ინიციატივით, სკოლაში არაერთი პროექტი იმართება.
ამჯერად, სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის - გიორგი შუბითიძეს ორგანიზებით, გაიმართა N5 პროექტი - მოთხრობებისა და ზღაპრების კონკურსი.
პროექტში მონაწილეობდნენ მე-5 და მე-6 კლასების მოსწავლეები. კონკურსის გამარჯვებული გახდა მე-5 კლასის მოსწავლე ესთერი ბაქრაძე. ბავშვებმა შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.
კონკურსის მონაწილეები სიგელებით დააჯილდოვა სკოლის დირექტორმა - ნათელა ყოჩიაშვილმა.
მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“