სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ცოდნისკარის საჯარო სკოლის გუნდმა საგანმანთლებლო კონკურსში წარმატებით იასპარეზა
15-05-2024
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან საგანმანათლებლო ინიციატივებში და თავიანთ შესაძლებლობებს წრმოაჩნენ

აღსანიშნავია, რომ 27, 28, 29 და 30 აპრილს, კონკურსის - „Tech Sparks AI კახეთი“ ფარგლებში, სასკოლო გუნდებს ჩაუტარდათ ტრენინგები განათლების, მეწარმეობისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით გურჯაანის ტექნოპარკში.

ხოლო 9 მაისს გაიმართა „დემო დღე“, დასკვნითი შეხვედრა წინანდლის სასტუმრო რედისონში, სადაც ტექნოპარკების: გურჯაანის, ახმეტის და თელავის გუნდებმა წარადგინეს ინოვაციური სტარტაპ იდეები საგანმანათლებლო სფეროში არსებული პრობლემის შესახებ.

ამ პროექტში წარმატებით იასპარეზა ცოდნისკარის საჯარო სკოლის გუნდმა, რომელსაც მენტორობას უწევდა კომპიუტერული ტექნოლოგიის პედაგოგი ხათუნი ასანიძე.

გუნდის წევრები იყვნენ: ანანო ხინგავა, ანა ჯალიაშვილი​, საბა ფოლადაშვილი, ბექა ზედელაშვილი და ზურა ჭაბაშვილი.

აღსანიშნავია, რომ პროექტი მიზნად ისახავს განათლების სფეროში არსებული პრობლემების/გამოწვევების ტექნოლოგიური გზით გადაწყვეტას სასკოლო გუნდების მიერ და ინოვაციური სტარტაპ პროექტების შექმნას განათლების მიმართულებით.

პროექტის ჩატარება უზრუნველყო კომპანია „სმარტ დიჯითალმა“, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დაფინანსებით.

სკოლაში დიდ მადლობას უხდიან გურჯაანის ტექნოპარკის კორდინატორს - ელენე გოგოლაშვილს ამ შესაძლებლობისათვის.

იხილეთ ფოტო: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რა შემთხვევაში მოუწევთ საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებს განახლებული სახელმძღვანელოების ყიდვა

სპეცმასწავლებლებლების საყურადღებოდ - მთავარი ცვლილებები სტანდარტსა და კადრების გადამზადებას შეეხება

თუ არ ეთანხმებით მიღებულ შეფასებას, გაასაჩივრეთ - NAEC-ის განმარტება მასწავლებლებს

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მანდატურის სამსახური რეკომენდაციებს ავრცელებს

სამოქალაქო, ბიოლოგია, სპორტი, ხელოვნება - მასწავლებელთა გამოცდების შედეგები ცნობილია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება