| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამიის საჯარო სკოლის პედაგოგები სასწავლო პროცესს საინტერესოდ და სახალისოდ წარმართავენ და ბავშვებს მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.
მათ შორის იყო სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე განხორციელებული აქტივობები.
გაკვეთილი სამოქალაქო განათლების პედაგოგმა - რუზანნა სარკისიანმა მე-7 კლასში ჩაატარა და მისი თემა კი - „ბაზარი და ფასი“ გახლდათ.
მოსწავლეებმა განიხილეს და დაამუშავეს ყველა საკითხი, რომლის პრაქტიკაში განხორციელებაც უწევდათ და გაწერეს სამოქმედო გეგმა. მშობლების ჩართულობითა და დახმარებით სახლში მოამზადეს სხვადასხვა სახეობის ტკბილეული, გამოთვალეს პროდუქტების საბაზრო ღირებულება და დანახარჯი.
„ბავშვებმა მომზადებული პროდუქცია მოიტანეს სკოლაში და მათი რეალიზება შეძლეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს გაეცნობიერებინათ რა არის ფასი, ღირებულება, ყიდვა, გაყიდვა, მომსახურება, ეპოვათ კავშირი მათ შორის, პრაქტიკულად განეხორციელებინათ ყიდვა-გაყიდვა-მომსახურების პროცესები, შესძლებოდათ პროდუქციის რეალიზების შედეგად აღებული თანხების მიზნობრივი მართვა-გამოყენება.
ტკბილეულის რეალიზების შედეგად შემოსული თანხით მეშვიდეკლასელები გეგმავენ იყიდონ წიწვოვანი მარადმწვანე მცენარეები და დედამიწის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებისას გაამწვანონ სკოლის ეზო.
მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ