| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

იაგო მიქელაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულის საჯარო სკოლის ბაზაზე არსებულ სამოქალაქო კლუბის - „სამოქალაქო ლიდერების საზოგადოება“ - წევრმა მოსწავლეებმა ეკოცნობიერების ამაღლების მიზნით, დედამიწის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი ღონისძიება გამართეს.
მოსწავლეებმა წარუდგინეს სასკოლო საზოგადოებას მრავალფეროვანი ნახატები, სადაც ასახული იყო ის პრობლემები, რაც დედამიწას აწუხებს. მათ, ასევე ისაუბრეს თუ როგორ უნდა შეინარჩუნონ და დაიცვან გარემო.
დედამიწის დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას ხელმძღვანელობდნენ სამოქალაქო განათლების წამყვანი მასწავლებელი როინ დიასამიძე და კლუბ „სამოქალაქო ლიდერების საზოგადოების“ ხელმძღვანელი X კლასის მოსწავლე ლინდა დიასამიძე.
დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ