სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ!“ - გუმათის საჯარო სკოლის წიგნის კლუბის წევრებმა დედაენის დღეს საინტერესო შეხვედრა მიუძღვნეს
18-04-2024
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათის საჯარო სკოლაში წიგნის კლუბი „ჩვენ და წიგნები“ აქტიურად ფუნქციონირეს. მისი წევრები სხვადასხვა საინტერესო აქტივობასა და ღონისძიებაში დიდი მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, მათ დედანის დღეს საინტერესო, ინფორმაციული შეხვედრა სახელწოდებით - „ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ!“ მიუძღვნეს. 

მოსწავლეებმა აღნიშნეს დედაენის ფუძემდებლის ი. გოგებაშვილის დამსახურება ქართველი ერის წინაშე. მათ, ასევე ისაუბრეს 1978 წლის მოვლენებზე, რამაც ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნა.

„მოსწავლეებმა ლექსებითა და ჩანახატებით პატივი მიაგეს ჩვენს უძველეს და უმდიდრეს ქართულ ენას“, - გვიყვებიან სკოლაში.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება