სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩამდურის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის სწავლის წარმატებით დასრულება და ქართული ენის დღე საზეიმოდ აღნიშნეს
18-04-2024
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლაში სახელმწიფო ენის სწავლებას დიდი ყურადღება ექცევა და ამ მიმართულებით, სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა აქტივობა იმართება. 

ამჯერად, სკოლაში ქართული ენის დღე აღინიშნა. ამ დღეს, პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანი გაცილეს. მათ ლექსები ქართულად წაიკითხეს, იმღერეს და წართული ხალხური ცეკვები შეასრულეს. პირველკლასელებმა შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.

საზეიმო განწყობას შესაბამისი დეკორაციით მორთული გარემო კიდევ უფრო ამაღლებდა. როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება მხიარული და საინტერესო იყო. სასკოლო საზოგადოებამ კი დედანის დღის დარსების ისტორია გაიხსენა. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება