სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„პოეზია ჩვენი სულის საზრდოა“- საინტერესო ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში
18-04-2024
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში საინტერესო და გამორჩეული აქტივობები ხშირად ეწყობა.

ამჯერად, სკოლის ლიტერატურულ სალონში, დედაენის კვირეულის ფარგლებში, მორიგი ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო - „პოეზია ჩვენი სულის საზრდოა“ ჩატარდა. ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეები პოეზიის ჯადოსნურ სამყაროს ეზიარონ და პოეტური სიტყვის ძალას დაეუფლონ.

საღამოში მე-8 და მე-10 კლასის მოსწავლეები: ელენე ცანავა, ლიზი გედენიძე, ნიკა კინწურაშვილი, ნინი ჯამბურიძე, ლიზი კეთილაძე, საბა, ბობოხიძე და შოთა ჩიხლაძე მონაწილეობდნენ. როგორც სკოლაში ამბობენ, ღონისძიება თავიანთი ტკბილი ხმით „მომღერალმა ბულბულებმა“ - ლილე ჩხაბერიძემ და მარიამ ჯიმშელეიშვილმა დაამშვენეს.

პოეზიის საღამოს სკოლის დირექტორი - მაია ქობულია და სკოლის პედაგოგიური კოლექტივის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიების ხელმძღვანელი კი ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი ქ. სვანიძე იყო.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება